დასრულდა საკონკურსო წინადადებების მოწოდების ვადა, ქალაქთბილისისმუნიციპალიტეტისმერიისსსიპ არქიტექტურისსამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის კონცეფციისშექმნასთან დაკავშირებით.
სხვადასხვა საჯარო თუ იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი იქნა 17 საკონკურსო წინადადება. მათ შორის 11 საკონკურსო პირობების შესაბამისად სრულყოფილი საპროექტო წინადადება, საჯარო განხილვისთვის წარდგენილია ქალაქ თბილისის საკრებულოში.
გამარჯვებული პროექტი განხორციელდება და ამასთანავე ავტორს გადაეცემა –7000 ლარი. მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი მიიღებს – 2000 ლარს, ხოლო მესამე– 1000 ლარს.
საკონკურსო განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით, განთავსდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.procurement.gov.geქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ–გვერდზე www.new.tbilisi.gov.ge და საქართველოს არქიტექტორთა კავშირისwww.archunion.ge ვებ-გვერდებზე.
წყარო: tas.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”