close
კატეგორიის გარეშე

მეცნიერები კომპიუტერული ტექნიკის 100% აჩქარებას ახლო მომავალში პროგნოზირებენ!

კომპიუტერების და სმარტფონების  მუშაობის სისწრაფის გაზრდა შესაძლებელია მეცნიერების მიერ შექმნილი ორგანზომილებიანი ნახევარგამტარული მასალების მეშვეობით.

აშშ-ს შტატის იუტას უნივერსიტეტის ინჟინერებმა გახსნეს ახალი ორგანზომილებიანი ნახავრადგამტარული მასალები, რომელიც ახლი თაობის კომპიუტერული ელექტრონიკის განვითარების საშუალებას იძლევა.

თავისი უნიკალური ელექტორნული შესაძლებლობების წყალობით ის კომპიუტერის მუშაობის სიჩქარის გაზრდის  და მათი ელექტორენერგიის მოხმარების შემცირების საშუალებას იძლევა.

ეს მასალა წარმოადგენს ოქსიდს- ნახევრადგამტარი, რომელიც შედგება კალისა და ჟანგბადისგან.

გრაფენი, ეს ორგანზომილებიანი მასალაა, რომელშიც ელექტრო ენერგია უფრო სწრაფად გადის .

ასეთი მასალის გამოყენება შეიძლება ახალი ტრანზისტორის შესაქმნელად – ყველა ელექტრონული მოწყობილობის ძირითადი ელემენტების შესაქმნელად, როგორიცაა პროცესორი, მონიტორი და მობილური მოწყობილობები.

ეს მასალა აღმოაჩინეს იუტას უნივერსიტეტის მეცნიერებმა პროფესორ აშუტოშა ტივარის ხელმძღვანელობით. ეს ჯგუფი იკვლევს ახალ მასალებს და ახალი ელექტრონულ მოწყობილობების შექმნითაა დაკავებული. ამის შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „Advanced Electronic Materials“-ში 15 თებერვალს.

ახალი  ტრანზისტორი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები მზადდება ძირითადად სილიციუმის ან მსგავსი ნახევრადგამტარებისგან და შედგება რამდენიმე ფენიანი მინის სუბსტრატისგან.

თუმცა სამგანზომილებიანი მასალების მინუში იმაში მდგომარეობს, რომ ელექტრონები არ არის მკაცრად ლოკალიზებული და შეუძლიათ გადაადგილება ყველა მიმართულებით. ეს იწვევს ენერგიის გაბნევას.

ორგანზომილებიანი მასალა, ისეთი როგორიცაა გრაფენი და დისულფიდი, არის N ტიპის ნახევრადგამტარი. მათში ელექტრონები წარმოიქმნება უარყოფითი მუხტის შედეგად.

ელექტრო მოწყობილობების შესაქმნელად საჭიროა ნახევრადგამტარი მასალები რომლებიც ატარებენ როგორც დადებით ასევე უარყოფით მუხტს.

პროფესორ ტივარის მიერ მიღებული მასალა გახდა პირველი ორგანზომილებიანი სტაბილური pტიპის ნახევარგამტარი. „ ახლა ჩვენ გვაქვს ყველაფერი , რას საჭიროა Pტიპის ნახევარგამტარისთვის,-განაცხადა პრფესორმა ტივარმა. -ჩვენ შეგვიძლია ტექნოლოგიები განვავითაროთ უფრო სწრაფად.

ორგანზომილებიანი pტიპის წყალობით შეიძლება ვისაუბროთ მაღალი სიჩქარიანი და მინიატურული ტრანსისტორების შექმნაზე. კომპიუტერის პროცესორი შედგება მილიარდი ტრანზისტორებისგან და რაც უფრო მეტი ტრანზისტორია ერთ ჩიპში მით უფრო ძლიერი იქნება პროცესორი.

ტრანზისტორები შეიძლება გახდეს საფუძველი ძლიერი სმარტფონებისა და კომპიუტერებისთვის, რომელიც ასჯერ უფრო სწრაფია  ვიდრე თანამედროვე მოწყობილობები.

სამგანზომილებიან მატერიასთან შედარებით ენერგიის გაფრქვევა მასში ნაკლებია და ამიტომ ესეთი მოწყობილობები ნაკლებად თბება ვიდრე ჩვეულებრივი კომპიუტერული ჩიპები.

ასეთი მოწყობილოობები მოითხოვს ნაკლებ ენერგიას მუშაობისთვის ვიდრე თანამედროვე მოწყობილობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მობილური მოწყობილობებისთვის. „ყოველ შემთხვევაში, ახალი მოწყობილობის პირველი პროტოტიპები შეიძლება შეიქმნას უახლოეს ორ-სამ წელში- განაცხადა პროფესორმა ტივარმა.

წყარო: Gazeta.ru

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0