close
კატეგორიის გარეშე

ისრაელში პორნო საიტები დაიბლოკება

 

ებრაელმა კანონმდებლებმა კანონპროექტი დაამტკიცეს, რომელიც პორნო საიტების დაბლოკვას ითვალისწინებს.

ქვეყნის ინტერნეტ კომპანიებს დაევალებათ მოზარდების ვებსაიტების ცენზურა განახორციელონ.

კანონპროექტის მიხედვით, მას, ვისაც ონლაინ პორნოგრაფიაზე წვდომა სურს, მოუწევს, ამის შესახებ წერილობით ან ტელეფონის საშუალებით შეატყობინოს ინტერნეტ პროვაიდერს.

ამ დროისთვის ისრაელში კონტენტ-ბლოკის სისტემა მოქმედებს, რომელსაც გარკვეული პრობლემური ვებსაიტების ამოცნობა შეუძლია და მომხმარებლებს ვიზიტის საშუალებას არ აძლევს, თუმცა მათი ჩართვა ადვილადაა შესაძლებელი – კანონმდებლები აცხადებენ, რომ სამწუხაროდ, ბევრმა მშობელმა არ იცის ამის შესახებ.

აღნიშნული კანონმდებლობის მიხედვით, ისინი, ვისაც პორნოგრაფიაზე ხემლისაწვდომობის მოპოვება სურთ, ამის შესახებ თავიანთ პროვაიდერს უნდა შეატყობინონ.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეებიც  აცხადებენ, რომ ის კონფიდენციალობის უფლებას ზღუდავს. თუმცა მისი ავტორები ირწმუნებიან, რომ მათი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების არასასურველი ინფორმაციისგან დაცვაა.

 

წყარო: www.independent.co.uk

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0