close
ეკოლოგია

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ანგარიშგება ელექტრონული ფორმით მოხდება

2017 წლის პირველი იანვრიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების წარმოდგენა ელექტრონული სახით მოხდება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26-28 დეკემბერს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურისა და სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდება ერთდღიანი სწავლება, რომელიც მიეძღვნება ახალი ელექტრონული სისტემის გაცნობას და მისი გამოყენებით ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ანგარიშგების განხორციელების ხელშეწყობას. სწავლებაში მონაწილეობის მიღების მსურველები მ/წ 20 დეკემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: ,  ხოლო კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურს, ტელეფონზე: 2727228.

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის“ (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილება) თანახმად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აწარმოებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის მიხედვით, რომელსაც ყოველწლიურად ავსებენ საქმიანობის სუბიექტები და საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ, 15 თებერვლამდე შესათანხმებლად წარუდგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. მეწარმეების სამინისტროსთან ანგარიშგების პროცესის გამარტივების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემა. საკანონმდებლო ცვლილებების საფუზველზე 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების წარმოდგენა მოხდება ელექტრონული სახით.

წყარო: http://www.moe.gov.ge/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0