11 დეკემბერს, 18:00 საათზე, (სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში) „დავითიანნის“ ფსიქოლოგიის ცენტრი ატარებს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ფორუმს, რომლის ფარგლებშიც გაიმართება სტუდენტური კონფერენცია და ასევე ორგანიზაციების გამოფენა. ფორუმი იმართება მესამედ.
წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა ,,ოჯახი”. პრეზენტაციები გაიმართება შემდეგ თემებზე:
1.ოჯახის როლი პიროვნების თვითრეალიზაციის გზაზე;
2. ნაადრევი ქორწინება;
3. ოჯახის განსხვავება სხვადასხვა კულტურებში.
ფორუმზე გამოვლინდება I; I I; I I I; ადგილის მფლობელები და დაჯილდოვდებიან ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა საჩუქრებით. ასევე დამსწრეებისთვისაც განკუთვნილია საჩუქრები ლოტოტრონის პრინციპით.
ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ფორუმის მიზანია დააკავშიროს დამწყები ფსიქოლოგები, უკვე წარმატებულ კოლეგებს. მოწვეულნი არიან: წამყვანი ფსიქოლოგიის ცენტრების ხელმძღვანელები და ფსიქოთერაპევტები.
მესამე ყოველწლიური ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ფორუმის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი -სეუ; კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი; ფსიქოლოგიის ცენტრი-პიკი; დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო- საკონსულტაციო ცენტრი; ფსიქოლოგიის ცენტრი TEMPUS; გამომცემლობა ინტელექტი; ანაბეჭდი; მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი; სოციალური საწარმო-კოდალა; Fashion workshop- “mandala”; მეღვინეობა-მილდიანი.
ფორუმის ფარგლებში მოხსენებით წარსდგებიან და კონფერენციის ჟიურის წარმოადგენენ ფსიქოლოგები: დიმიტრი ნადირაშვილი; თეა გოგოტიშვილი; სოფია ვერულაშვილი; ირინა ტაბუციძე; ნინო კერესელიძე; ხათუნა გოგელია;
ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, უკვე 2007 წლიდან საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებთან აქტიურად თანამშრომლობს. დავითიანნის პრიორიტეტი ამ ეტაპზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიმართულებით საქმიანობაა, რაც საქმიანობის საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. დავითიანნის მიზანია ახალგაზრდებში სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების საშუალებით ეროვნული, სულიერი, ინტელექტუალური, კულტურული,ფასეულობებისა და ღირებულებების განვითარება პოპულარიზაცია.