Novartis AG მიერ შემუშავებულმა კიბოს ექსპერიმენტულმა თერაპიამ ბავშვებსა და მოზარდების 82 პროცენტში, რომლებიც აგრესიული ფორმის სისხლის კიბოთი იყვნენ დაავადებუილი, დაავადება აღმოფხვრა.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცდის ფარგლებში მკურნალობის კურსი 50-მა, მწვავე ლიმფობლასტური ლევკემიით დაავადებულმა პაციენტმა გაიარა, რომლებსაც მკურნალობის სხვა მეთოდებზე შედეგი არ ქონდა. აღმოჩნდა, რომ 41 მათგანი მედიკამენტ CTL019-ით მკურნალობის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ დაავადებისგან გათავისუფლდა. რესპონდენტების 60 პროცენტი დაავადების რეციდივისგან 6 თვეში გათავისუფლდა.
CTL019 არის ექსპერიმენტული კლასის მედიკამენტი, რომელსაც პაციენტის გენეტიკურად შეცვლილი T- უჯრედებისგან ლაბორატორიაში ამზადებენ. მოდიფიცირებულ უჯრედებს, ე.წ. ქიმერული ანტიგენის რეცეპტორების T- უჯრედებს, პაციენტს უნერგავენ.
Novartis AG აპირებს, რომ მომავალი წლის დასაწყისში U.S. Food and Drug Administration-ს CTL019-ის დამტკიცების მოთხოვნით მიმართავს. კომპანიის ინფორმაციით, ციტოკინების გათავისუფლებას სინდრომი (CRS) პაციენტების ნახევარს, ხოლო 15 პროცენტს – სერიოზული ნევროლოგიური პრობლემები აღენიშნა. მკვლევართა თქმით, გვერდითი მოვლენები განკურნეს და CRS-გან არცერთი პაციენტი გარდაცვლილა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ CRS, CAR-T თერაპიის ცნობილი გვერდითი ეფექტი, გახდა რამდენიმე დღის წინ კომპანია Juno Therapeutics Inc-ის საცდელი მედიკამენტის- JCAR015-ის დაბლოკვის მიზეზი.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”