ადამიანის ორგანიზმში, კონკრეტულად კი მომნელებელ სისტემაში, ირლანდიელმა მეცნიერებმა ახალი ორგანო აღმოაჩინეს. ჯორჯალის სახელწოდების ორგანოს ფუნქციონირება ჯერჯერობით შესწავლილი არ არის.
დღემდე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ეს ორგანო მხოლოდ და მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის რამდენიმე დანაწევრებული სტრუქტურა იყო, თუმცა ლიმერიკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჯორჯალი ერთი მთლიანი ორგანოა. ამ ახალი ორგანოს აღმოჩენით ადამიანის სხეულში ორგანოთა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუნქცია ჯერ კიდევ გაურკვეველია, ლიმერიკის უნივერსიტეტის მკვლევარი – კელვინ კოფი, აცხადებს, რომ ეს აღმოჩენა არის „მეცნიერების ახალი სფერო.“
„როდესაც ჩვენ მას ისე მივუდგებით, როგორც ყველა სხვა ორგანოს, შეგვიძლია მუცლის დაავადება მის მიხედვით დავაჯგუფოთ. ჩვენ უკვე დავადგინეთ ანატომია და სტრუქტურა. შემდეგი ნაბიჯი არის ფუნქცია. თუ გესმის ფუნქცია, შეგიძლია გამოიცნო პათოლოგიური ფუნქცია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაქვთ დაავადება,“ – აღნიშნა მან.
„დაალაგეთ ისინი ყველა ერთად და თქვენ გაქვთ ჯორჯლის მეცნიერების სფერო.“
პროფესორი კოფის კვლევა სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.
ორგანო თავდაპირველად 1508 წელს ლეონარდო და ვინჩმა აღწერა, თუმცა ის საუკუნეების მანძილზე იგნორირებული იყო.
წყარო: http://www.independent.ie/irish
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”