უკრაინაში სამი ადამიანის მონაწილეობით განხორციელებული ინ-ვიტრო განაყოფიერების გზით ჩვილი გაჩნდა.
როგორც გამოცემა, ,,The Times-ი” იუწყება, ეს სამი მშობლის მონაწილეობით ინ-ვიტრო განაყოფიერების ერთ-ერთი მეთოდის, ე.წ. ემბრიონის მეთოდის, გამოყენების პირველი შემთხვევაა. აღნიშნული ტექნოლოგია მოიცავს ორი კვერცხუჯრედის – ერთი დედის, მეორე მდედრი დონორის – განაყოფიერებას მამის სპერმით ინ-ვიტრო ფერტილიზაციის მეშვეობით. პრონუკლეუსი, რომელიც შეიცავს მამრისა და მდედრის ბირთვულ დნმ-ს, ორივე ემბრიონს შორდება. დონორის კვერცხუჯრედისგან ამოღებული პრონუკლეუსი ნადგურდება, ხოლო მომავალი დედისა და მამის პრონუკლეუსი თავსდება დონორის ემბრიონში.
5 იანვარს დაბადებული ჩვილი მსოფლიოში მეორე „სამი ადამიანის“ შვილია. პირველი ასეთი ბავშვი მექსიკაში შარშან დაიბადა.
ექიმებმა სამი ადამიანის მონაწილეობით განხორციელებული ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდი გენეტიკური მიტოქონდრიული დაავადების დედიდან ჩვილზე გადაცემის რისკის თავიდან ასაცილებლად განავითარეს. განაყოფიერების დროს დედისა და დონორის კვერცხუჯრედის შერწმყმა ხდება და ჯანმრთელი კვერცხუჯრედი მიიღება. ამ მეთოდის შედეგად დაბადებულ ბავშვებს სამი ადამიანის დნმ აქვთ -დედის, მამის და ძალიან უმნიშვნელოდ დონორის კვერცხუჯრედის.
ბრიტანეთმა აღნიშნული მეთოდის გამოყენებისთვის შესაბამისი კანონი უკვე მიიღო. პირველი ბრიტანელი სამი მშობლის ბავშვი 2017 წელს გაჩნდება.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”