ბინზესისა და კონკურენციის მუდმივი დინამიკური განვითარების პირობებში, მსოფლიო და ქართული ბაზრის მოწინავე კომპანიები სულ მეტს ფიქრობენ არსებული აქტივების უკეთ გამოყენების გზებზე.
მსხვილი ორგანიზაციები დიდ ყურადღებას უთმობენ სტრატეგიულად მომგებიანი აქტივების შექმნას, მათ გონივრულ გამოყენებას, შენარჩუნებასა და განვითარებას.
ნებისმიერი მოწინავე კომპანიის ტოპმენეჯერს დღის წესრიგში საკვანძო ადგილი უჭირავს ისეთ თემებზე, როგორებიცაა – ფულადი სახსრების უძრავი ქონების, ადამიანური რესურსების, იმიჯის მართვა.
მენეჯმენტის მეცნიერებაში შედარებით ახალია შეხედულება, რომ კომპანიის ლოიალური კლიენტები ისეთივე მნიშვნელობის შემოსავლიანი აქტივია, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი კლასიკური რესურსები. თავისთავად, კლიენტების ბაზის სტრატეგიულად მოსავლიან აქტივად აღიარება საკმაოდ ადვილია – მის „ აქტივობაში“, ,,სტრატეგიულობაში“ ან ,,შემოსავლიანობაში” ეჭვის შეტანა საკმაოდ რთულია.
წყარო: Harvard business review
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”