close
ბიზნესი

რა არის CRM სტრატეგია ?

CRM სტრატეგია გულისხმობს A წერტილიდან ( დღევანდელი მდგომარეობა) B წერტილში (დასახული მიზნები) მისვლის საუკეთესო გზას. შესაბამისად, CRM სტრატეგიის ჩამოყალიბება გულისხმობს სამ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს :

  1. დღევადელი მდგომარეობა – სად ვართ;
  2. სტრატეგიული მიზნები – სად მივდივართ;
  3. სტრატეგია – როგორ ვიმოქმედოთ.

გასაკვირია, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის დადგენის თითქოსდა ტრივიალური ამოცანა – რომ არაფერი ვთქვათ მიზნებსა და სტრატეგიაზე – ძალზე რთული გადასაწყვეტია. ქართული კომპანიების უმეტესობას საკმად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს კლიენტების ბაზის მდგომარეობაზე მომგებიანობისა და გრძელვადიანობის თვალსაზრისით.

წყარო: harward business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid