close
ბიზნესი

რამდენად აუცილებელია კომპეტენციის ქონა?

  დღეს, რაც უფრო ფართოდ ვრცელდება და მარტივად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, მით უფრო მნიშვნელოვანია ცოდნა და კომპეტენცია. ცოდნა ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომლის გარეშე ინფორმაცია არაფრისმომცემი, სრულიად გამოუსადეგარია. თანამედროვე ცოდნის, უნარ–ჩვევებისა და გამოცდილების ( ანუ – კომპეტენციის ) გარეშე აღარ არსებობს ლიდერი. გასაგებიცაა.

დღეს თითქმის ყველას ერთნაირად მიუწვდება ხელი ინფორმაციაზე, მაგრამ თავისთვის საჭირო და სასარგებლო რამის მიღება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც იცის რა, რატომ და როგორ მოიძიოს, რისთვის და როგორ გამოიყენოს იგი. ტოფლერის მსგავსად თუ ვიტყვით – ინფორმაციის სრული ხელმისაწვდომობის ეპოქაში ძალა იმათგან, ვინც ინფორმაციას ფლობს, იმათ ხელში გადადის, ვინც კომპეტენტურია. სხვები ნაკლებად კომპეტენტური, ჩამორჩენილთა რიგებში აღმოჩნდებიან.

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid