close
ბიზნესი

კრეატიულობა ბიზნესში, როგორც წარმატების გარანტი

 კრეატიულობა, როგორც წესი, ხელოვნებასა და ორიგინალური იდეების გენერირებასთან ასოცირდება. გავიხსენოთ პაბლო პიკასო, რომელიც თავისებურად ახდენდა ფერწერის კანონების ინტერპრეტირებას, ან ფოლკნერი, რომელმაც თავდაყირა დააყენა ლიტერატურული ნაწარმოების აგების პრინციპები.

მაგრამ როცა საქმე ბიზნესს ეხება, მხოლოდ ორიგინალურობა საკმარისი არაა. ამ შემთხვევაში შემოქმედებითი იდეა მართებულიც ანუ სასარგებლოცა და შესრულებადიც – უნდა იყოს. მისმა რეალიზაციამ ამა თუ იმ სახით ზემოქმედება უნდა მოახდინოს ბიზნესსზე: ვთქვათ, გააუმჯობესოს კომპანიის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი, ან ახლებურად წარმართოს ესა თუ ის პროცესი.

კრეატიულობის ორიგინალურობის კონტექსტში აღქმას ხშირად იქამდე მივყავართ, რომ ხელმძღვანელები იბნევიან და ვერ იაზრებენ, რა როლი და ადგილი უკავია კომერციულ ორგანიზაციაში შემოქმედებით ინიციატივას.

კრეატიულობა ყველა საქმეში ძალიან გამოსადეგი რამაა, ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება წამატების მიღწევაში, მაგალითად, კრეატიული ვიდეორგოლის ნახვისას ადამიანები დადებითად განეწყობიან ხოლმე იმ პროდუქტის მიმართ, რომელსაც მათ წარმოვუდგენთ.

,,Harvard Business Review-ის”  ერთ–ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების 80% ფიქრობს, რომ კრეატიულობა ადამიანის ერთ–ერთი ყველაზე მომგებიანი თვისებაა და გვეხმარება ჩვენი ინტერპრეტაციის, წარმოდგენის უფრო ნათლად გამოხატვაში.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid