Enterpreneur.com– მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ კომპანიების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მენეჯერების 82% არ არის კომპეტენტური თავიანთ საქმიანობაში.
დღევანდელ რეალობაში ხშირია ასეთი მაგალითები, როდესაც კომპანიაში მენეჯერს არ აქვს ის თვისებები, რომლებიც უნდა ახასიათებდეს მას.
კომპანიის მენეჯერის თანამდებობა ერთ–ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიციაა, მეტწილად მათზეა დამოკიდებული კომპანიის კეთილდღეობისა თუ წინსვლის ამბავი.
Enterpreneur.com–მა გამოაქვეყნა ის შვიდი თვისება, რომელიც, მათი აზრით, უნდა ახასიათებდეს კარგ მენეჯერს, მათი გათვალისწინებით გაგიადვილდებათ კომპანიაში მენეჯერის არჩევა.
- მენეჯერს უნდა შეეძლოს ხალხთან კომუნიკაცია უპრობლემოდ;
- უნდა ჰქონდეს კარგი სამწვრთნელო უნარები;
- კარგი სააღმზრდელო უნარები;
- უნდა შეეძლოს მუშაობა ინტერნეტში;
- უნდა ჰქონდეს კარგი თანაგრძნობის უნარი;
- გუნდურად მუშაობა უნდა შეეძლოს;
- იყოს ჰუმანური.
წყარო: Enterpreneur.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დაბრაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: