ყოველ ჩვენგანს ჰყავს მეგობარი, რომელიც ამბობს, მაგალითად, „eBay–ს შექმნის იდეა მეც მომივიდა თავში და ამაზე რომ მემუშავა, ახლა მილიარდელი ვიქნებოდი!” -ასეთი ლოგიკა, რბილად რომ ვთქვათ, უაზრობაა. ,,eBay-ს” შექმნის იდეის ავტორობას არაფერი აქვს საერთო უშუალოდ ,,eBay-ს” შექმნასთან. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რასაც აკეთებთ და არა იმას, რასაც ფიქრობთ, ამბობთ ან გეგმავთ.
გგონიათ, რომ თქვენი იდეა მართლაც ღირებულია? მაშ, შეეცადეთ მის გაყიდვას და ნახეთ, რამდენს გადაგიხდიან. ალბათ იტყვით, ძალიან ცოტასო. ეჭვი არ შეგეპაროთ, თავისი იდეა ყველას აქვს. იდეა იდეად დარჩება მანამ, სანამ მის განხორციელებას არ შეეცდებით.
ერთხელ სტენლი კუბრიკმა პატივმოყვარე დამწყებ რეჟისორებს ასეთი რჩევა მისცა : „აიღეთ კამერა, ცოტა ფირი და გადაიღეთ ნებისმიერი ფილმი“. კუბრიკმა იცოდა, რომ ახალბედამ ნებისმიერ სფეროში მუშაობა უნდა დაიწყოს რაღაცის შექმნით. ასე რომ, აიღეთ კამერა, დააჭირეთ „ჩაწერის“ ღილაკს თითი და დაიწყეთ გადაღება.
იდეა ყოველთვის ძალიან ბევრია და ამიტომ იაფი ღირს. სინამდვილეში საწყისი იდეა ბიზნესის იმდენად მცირე ნაწილია, რომ სათვალეშიც არაა ჩასაგდები. მთავარი ისაა, რამდენად კარგად ახერხებთ მის რეალიზებას.
წყარო: business review
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”