,,Virgin Group-მა” თავისი ერგულების პროგრამა აამუშავა, რომლის მიზანიც სხვადასხვა ბიზნესის ერთი ბრენდის – ,,Virgin Red-ის” ქვეშ გაერთიანებაა. სერ რიჩარდ ბრენსონი გვიხსნის, თუ რატომ დგას ,,ვირჯინ ბრენდის” სიძლიერე თავის ხალხზე და ამბობს, რომ მარკეტერები და მეწერმეები არც თუ ბევრი რამით განსხვავდებიან.
როგორ უზრუნველყოფთ ,,ვირჯინის ბიზნესის” სწორხაზოვნებას და რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი ბრენდის ქონა?
ბრენდ ,,ვირჯინის” განვითარება ჩვენი თანამშრომლების დამსახურებაა. ისინი გატაცებით ასრულებენ თავიანთ როლებს და ამავე დროს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მილიონობით ჩვენმა მომხმარებელმა პირველი კლასის მომსახურება მიიღოს. ჩვენ ოჯახური კომპანიებით გამოვირჩევით და ყველას აქვს საშუალება, ბრენდს შემოქმედებითად მიუდგეს. როგორც ყველა ძლიერი ოჯახის შემთხვევაში, მთავარი ჩვენი თანამშრომლები და ფასეულობებია, რომლებიც ნამდვილად უზრუნველყოფენ ვირჯინის სრულყოფილებას
რატომ იწყებთ ,,Virgin Red-ს”? რატომ გადაწყვიტეთ ,,ვირჯინის” ყველა ბრენდის ერთ მთლიან ბიზნესში გაერთიანება?
ერთ-ერთი რაც ჩვენი ჯგუფის ისტორიაში მეამაყება, ჩვენი მომხმარებლების, განსაკუთრებით კი ერთგული მომხმარებლების წახალისებაა. ეს არის ის, რასაც ადრეც ვაკეთებდით და მომავალშიც გავაგრძელებთ ვირჯინის ყველა კომპანიაში.
,,Virgin Red-ის” შექმნა ყოველთვის გვინდოდა, თუმცა იმასაც ვაცნობიერებდით, თუ ჩვენი მომხმარებლებისა და არსებული შეთავაზებებისთვის რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა პროცესის სწორად განხორციელება. ,,Virgin Red-ი” ვირჯინის მთლიანი ოჯახის ერთად შესაკრებად და მეტ „ვირჯინისეული“ ცხოვრების წასახალისებლად შეიქმნა.
თქვენი აზრით, რა ხდის ადამიანს მეტ „ვირჯინად“?
ზოგისთვის ეს მეტ გართობას ნიშნავს, ზოგისთვის მეტად გარისკვას, ზოგისთვის კი აბოლუტურად უნიკალური, ხარისხიანი გამოცდილების მიღებას. ,,ვირჯინი” მთლიანად არყევს იმ ბაზარს, სადაც შედის – ვფიქრობ, ეს არის ის, რასაც ჩვენი წევრები უბრალოდ შეიყვარებენ.
როგორ ფიქრობთ, შეიძლება მარკეტერი გახდეს კარგი მეწარმე?
კარგი მეწარმე მომხმარებლის პრობლემიდან ამოდის. ამ კუთხიდან მათ გადაწყვეტილების განვითარება შეუძლიათ და თავდაუზოგავი, გატაცებით მუშაობის და მცირე რისკის და იღბალის წყალობით წარმატების კარგი შანსი ეძლევათ. მარკეტერებს მომხმარებლების პრობლემები კარგად ესმით, რაც საუკეთესო დასაწყისია.
რას ურჩევდით იმ მარკეტერებს, რომლებიც კარიერიერულ ზრდას გეგმავენ?
კონცეტრირება მოახდინეთ იმაზე, რაშიც საუკეთესოები ხართ და რაც გაინტერესებთ – თქვენი საქმის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის მოუსმინეთ რჩევებს და ყურადღებას ნუ მიაქცევთ სკეპტიკოსებს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მენტორსაც – ავიაციის ინდუსტრიაში ,,ლეიკერის” ავიახაზების დამფუძნებლის, სერ ფრედი ლეიკერის, მენტორობის გარეშე შორს ვერ წავიდოდი. ახლა კი, ახალგაზრდა მეწარმეების მენტორობით შემიძლია თავი მოვიწონო.
ნუ შეუშინდებით რისკს. ადამიანების უმრავლესობას ამ სიტყვის გაგონებისთანავე უარყოფითი ასოციაციები უჩნდება. როცა ვინმე რისკზე მესაუბრება, მხოლოდ „შესაძლებლობა“ მესმის. ბიზნესის დაწყება უდავოდ რისკია, მაგრამ ის იმაზე მეტად წამახალისებელი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ერთ-ერთი მთავარი, რაც ადამიანებს ბიზნესის დაწყების ან ცხოვრებაში საკუთარი სურვილის მიხედვით მოქმედების დროს აფერხებს, თავდაჯერებულობაა. საკუთარ თავს უნდა უთხრათ: „არ გაჩერდე, უბრალოდ გააკეთე.”.”
წყარო: Marketing Week
მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”