მარკეტინგის სტრატეგიისთვის აუცილებელია ვიდეოს გამოყენება. აუდიტორიასთან ურთიერთობაში სწორედ ის ეხმარება ორატორს. ესაა დამხმარე საშუალება, რომელიც უფრო ნათელს ხდის პრეზენტატორის რეკლამას. ვიდეომარკეტინგი მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მაშ, ვნახოთ ის ხუთი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ ამ კამპანიაზე.
1.კრეატიულობა
მომხმარებლები დღესდღეობით გადატვირთულნი არიან. როგორც პრეზენტატორმა და რეკლამის შემქმნელმა უნდა იცოდე და გააანალიზო, რომ შენ მიერ გადმოცემული ინფორმაცია მხოლოდ ერთია იმ ათასიდან რომელიც აღწევს საშუალო ფენის ადამიანის ცნობიერებაში. სწორედ ამიტომაა, რომ კრეატიულობა არის მთავარი გასაღები იმისთვის, რომ იყოს შენი რეკლამა განსხვავებული, დასამახსოვრებელი და სასიამოვნო მოსასმენი/საყურებელი. ტრადიციულად, რეკლამის შექმნა გაჯერებულია იმ უინტერესო ინფორმაციით, რომელიც მაყურებელს აბეზრებს თავს და აიძულებს, რომ მის ყურებას თავი აარიდოს. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა, რომ ბაზარზე რეკლამის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი არამოხმარებადი ხდება. როგორც მარკეტოლოგმა უნდა ეძიო ახალ გზებს და შესთავაზო მომხმარებელს სხვა ალტერნატივა. ეს ქმედება გახდის შენ მიერ მიწოდებულ მესიჯს მეტად პოპულარულს. ზემოხსენებული ახალი გზა არის ვიდეორეკლამები, სადაც შენ უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბებ აზრს, სათქმელს უფრო საინტერესოდ გადმოსცემ და მნიშვნელოვან პასაჟებს ხაზს მკვეთრად გაუსვამ. კრეატიული პრეზენტაცია ნამდვილად გამოგარჩევს „მარკეტინგული ბრბოდან“.
2.მარტივად მოხმარება
ნამდვილად დიდი გამოწვევაა ის, რომ მაყურებელი დაარწმუნო იმაში, თუ რატომ უნდა უყურონ შენს რეკლამას, განსაკუთრებით ინტერნეტის საშუალებით, სადაც ინფორმაციის მოპოვება მეტად მარტივია. ინტერნეტში ხომ ვიდეოს პოვნა და ჩართვა ჩართვა უფრო გრძელვადიანია ვიდრე მისი წაკითხვა? საბედნიეროდ ტექნოლოგიების პროგრესი ისაა, რომ ახლა ვიდეოს ყურება მაღალი ხარისხითაა შესაძლებელი – HD ფორმატში მობილური ტელეფონიდანაც კი. მაგრამ, უნდა გვახსოვდე ის, რომ შენ მიერ გაკეთებული ვიდეო არ უნდა იყოს ძალიან გაწელილი და მოუქნელი, რათა არ გაუჩინო მაყურებელს იმისი სურვილი, რომ გამორთოს აღნიშნული რეკლამა. ეს ფაქტი ეფექტურობას დაუკარგავს აწ უკვე შეფუთულ პროდუქტს.
„ვიდეო უნდა იყოს მაქსიმუმ 2-3-წუთიანი,“-ასეთ რჩევას აძლევს დამწყებ მარკეტოლოგებს ალექს ჩარფენი, ორგანიზაცია „ჩარფენის“ დამფუძნებელი. ეს უკანასკნელი ეხმარება ვიზუალურ მეწარმეებს აამაღლონ თავიანთი ბიზნესის დონე რეკლამითა და პრეზენტაციებით. „თუკი შენ შეძლებ, რომ გადმოცემული ინფორმაცია იყოს მოკლე და კონკრეტული და ეძღვნებოდეს მკაფიო არსს, აუდიტორიათან კონტაქტში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევ“-ამბობს ჩარფენი. პრეზენტატორმა უნდა შეძლოს, რომ უფრო ადვილად გასაგები და მოსახმარებელი გახადოს რეკლამა.
3.ავთენტურობა
კიდევ ერთი ალტერნატივა იმისთვის, რომ გახადო რეკლამა უფრო განსხვავებული არის ის, რომ იყო 100%-ით დარწმუნებული მის ავთენტურობასა და ჭეშმარიტებაში. დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი რეკლამაა გაჯერებული ტყუილით, რომელიც მომხმარებელს შეცდომაში შეიყვანს. შენი პლუსი იქნება ის, რომ განუდგე მარკეტინგულ ხრიკებს და დაადგე სინამდვილის გზას. ეს ქმედება ხელს შეგიწყობს იმაში, რომ მომხმარებლის ნდობა მოიპოვო და უფრო მარტივად მიუსადაგო რეკლამის პროდუქტი მათ გემოვნებას. „მიყვარს, როცა გადაღების დროს რამეა სათქმელი. არ ვგულშემატკივრობ იმ ფაქტს, როცა პროდუქტს საუკეთესოდ წარმოაჩენენ ხოლმე,“-ამბობს ჩარფენი, „შენი აუდიტორია რეაგირებს მსოფლიოს ფაქტების გამჭვირვალობაზე და მათ ნამდვილ რეაქციებზე. მაშ, როცა რამეა სათქმელი, თქვი პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე“.
შექმენი ისეთი, რამ, რაც გამოიწვევს ხალხის ყურადღებას და მოანდომებს მათ უყურონ შენს ვიდეოს. ეს უფრო მარტივს გახდის, რომ მესიჯი ადვილად გადასცე მათ.
4.კონვერტაციის მაღალი კურსი
თუკი მომხმარებელი, რომელიც უყურებს შენს ვიდეოებს და მოსწონს ისინი, მათ მოუნდებათ, რომ გამოიწერონ შენი არხი და გააცნონ იგი მეგობრებს, ნაცნობებსა თუ ნათესავებს. ეს გაზრდის იმის გარანტიას, რომ რეკლამირებული პროდუქტი უკეთ გაიყიდება. ანიმაციური მარკეტინგული ვიდეოები დიდი ეფექტურობით სარგებლობს და გავლენას ახდენს მომხმარებელზე. ეს ასე ხდება, რადგან უფრო მარტივია რეკლამის აზრის გაგება. ხშირად ხომ ისე ხდება, რომ საზოგადოება იბნევა და ვერ ხვდება, თუ რა სურს პრეზენტატორს და რა ინფორმაციას გვაწვდის ის. ანიმაციური რეკლამა უზრუნველყოფს იმას, რომ აღიჭურვო მექანიზმებით, რომელიც გჭირდება, რათა დაარწმუნო მომხმარებელი შენ მიერ შეთავაზებული პროდუქტის აუცილებლობაში.
5.გაზიარების ოპტიმალურობა
ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისთვის, რომ გაზარდო აუდიტორია, არის სოციალური მედიაარხები. ვიდეო და უნიკალური შინაარსი ძალიან ეფექტურია, მაგრამ ის არ გაამართლებს , თუკი მისი გაზიარების საშუალება არ ექნებათ მომხმარებლებს. სწორედ ამიტომაა, რომ ე.წ იუზერებს ხელი უნდა შეუწყო იმაში, რომ აჩვენონ შენი ვიდეო სხვებსაც. დარწმუნდი იმაში, რომ ის ყოველი ტელეფონის, პლანშეტის თუ კომპიუტერის ეკრანის ზომებზე იქნება გათვლილი, რათა ოპტიმალურად გაზიარდეს ის. საბოლოოდ და სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ დაარწმუნო საზოგადოება ვიდეოს გაზიარების “ სასიცოცხლო აუცილებლობაში“.
ტექნოლოგიურმა წინსვლამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ შექმნა – ონლაინ პირდაპირი ეთერი. ამიტომ საყურადღებოა, რომ რეკლამა იყოს იმაზე მეტად განსხვავებული, ვიდრე ბაზარი მოითხოვს, რათა არ გადაჯაბნოს ზემოხსენებულმა პირაპირი ეთერის ბუმმა ის.
წყარო: http://enterpreneur.com/
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”