ინდოეთში დაბადებულ ბავშვს, უიშვიათესი დაავადებისგან გამოწვეული გარეგნობის გამო, „უცხოპლანეტელი“ უწოდეს.
35 წლის ხალიდა ბეგუმმა სიხარულის ნაცვლად შოკი განიცადა, როცა თავის პატარა თავიანი და გადმოკარკლულთვალებიანი ახალშობილი დაინახა.
ექიმებმა ახალშობილს კანის იშვიათი გენეტიკური დაავადების- არლეკინი იხტიოზის – დიაგნოზი დაუსვეს.
იქთიოზის სიმპტომები და ნიშნები ჩნდება დაბადებისთანავე, ან სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში. დაზიანებული გენი მოქმედებს კანის რეგენერაციის სიხშირეზე და ან ძალიან ანელებს კანის ბებერი უჯრედების ჩამოცვენას, ან ისე აჩქარებს კანის რეგენერაციას, რომ ბებერი უჯრედები ვერ ასწრებენ ჩამოცვენას. ორივე შემთხვევაში კანზე გროვდება უხეში და ქერცლიანი კანი.
თუმცა, ინდოელი ახალშობილის სიმპტომები სხვა იშვიათ დაავადებას, ანენცეფალიასაც, შეესაბამება. ანენცეფალებს თითქმის არა აქვთ თავის ქალასარქველი და თავის ტვინის ჰემისფეროები, მკვეთრად აქვთ შეცვლილი ქალას ფუძის ძვლების სტრუქტურა. ზურგის ტვინიც განუვითარებელი აქვთ. სიმახინჯის ეს სახე სიცოცხლესთან შეუთავსებელია.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ყოველი 10,000 ორსულიდან სამი ანენცეფალიითაა დაავადებული, ხოლო არლეკინი იხტიოზით ბრიტანეთში ყოველწლიურად მხოლოდ ხუთი ახალშობილი ჩნდება.
ინდოეთის იმ სოფლის მცხოვრებნი, სადაც „უცხოპლანეტელი“ გაჩნდა, მიიჩნევენ, რომ ის ჰინდუს მაიმუნების ღმერთის, ჰანუმანის, ინკარნაციაა.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”