close
ასტრონომია - კოსმოსი

კოსმოსში, მინიატურულ ლაბორატორიაში, სამეცნიერო ექსპერიმენტებს დისტანციურად ჩაატარებენ

A technician works in a laboratory at Israeli-Swiss company SpacePharma's research and development site in Herzliya, Israel March 14, 2017. REUTERS/Amir Cohen

დედამიწის ორბიტის გარშემო მოძრავი პატარა თანამგზავრი,  რომელზეც ქსოვილის ყუთის ზომის ლაბორატორია მდებარეობს, მეცნიერებს კოსმოსში სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარებაში დაეხმარება.

აღნიშნული ტექნოლოგია  კოსმოსში შვეიცარიულ-ებრაულმა კომპანია -,,SpacePharma-ის” მიერ დაახლოებით ერთი თვის წინ დაინერგა.

კოსმოსში უჯრედები და მოლეკულები განსხვავებულად მოქმედებენ, რაც მეცნიერებს სხვადასხვა სფეროში აღმოჩენების გაკეთების საშუალებას აძლევს.

ექსპერიმენტები, როგორც წესი, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების დახმარებით ხორციელდება.

,,SpacePharma-ის” ინფორმაციით, მინიატურული ლაბორატორია მეცნიერებისთვის  მიკროგრავიტაციაში ხანგრძლივად მუშაობის ახალი გზაა.

„ლაბორატორია ექსპერიმენტების დისტანციურად განხორციელების საშუალებას იძლევა. ვტვირთავთ ბმულს ბრძანების დოკუმენტით და ექსპერიმენტიც ხორციელდება,“- აცხადებს ტექნოლოგიის დამფუძნებელი – იოსი იამინი.  

კლიენტები მონაცემებსა და ფოტოებს პირდაპირ ექსპერიმენტიდან ღებულობენ. სატელიტზე, რომელიც კოსმოსში იმყოფება,  ოთხი ექსპერიმენტის განხორციელებაა შესაძლებელი.

კომპანია ,,SpacePharma” მომავალ წელს ახალი, 160 ექსპერიმენტზე გათვლილი თანამგზავრების გაშვებას გეგმავს.

კომპანია „ნესტლემ“ შოკოლადის მუსსა და ყავაში ქაფის სრულყოფილებისთვის ნულოვანი გრავიტაცია, ანუ როგორც მას მეცნიერები უწოდებენ, მიკროგრავიტაცია გამოიყენა, ხოლო მედიკამენტების მწარმოებელმა ფირმამ- Eli Lilly ნულოვანი გრავიტაციის საშუალებით წამლების დიზაინი გააუმჯობესა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid