ქვიშის საათს ჰგავს, აჩვენებს, რამდენი დარჩა ადამიანს სიცოცხლე –ლანკასტერის უნივერსიტეტის ორმა პროფესორმა – ენტა სტეფანოვსკამ და პიტერ მაკლინტოკმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც კანის ზედაპირიდან იღებს კაპილარების ძირითადი შემადგენელი უჯრედების ანალიზს.
კაპილარებში მიმდინარე სისხლი – ორგანიზმის დაბერების პროცესის ძირითადი მაჩვენებელია. თუ მოწყობილობაზე ნიშანი “0″ გამოისახა, ეს სიკვდილის მომასწავებელია, ხოლო “100″ – ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას, სიცოცხლისუნარიანობას აღნიშნავს.
ლაზერი, რომელიც კაპილარებში სისხლის მიმოქცევის ტესტირებას აკეთებს, ასევე აჩვენებს ადამიანის ორგანიზმში დემენციისა და კიბოს უჯრედების რაოდენობას.
წყარო: The Daily mail
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: