,,Global Finance-მა” მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სია გამოაქვეყნა. გამოცემამ რეიტინგის შედგენის კრიტერიუმად ინფლაციის დონე, მოსახლეობის მსყიდველობის უნარი და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი გამოიყენა.ყველაზე მდიდრულად ყატარის მოქალაქეები ცხოვრობენ.
- სპარსეთის ყურის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის მარაგებით პირველ ადგილზე მოექცა 88.222 ათასი დოლარით;
- მეორე ადგილი ლუქსემბურგმა დაიკავა 81 ათასი დოლარით;
- სინგაპურმა მესამე ადგილი დაიკავა 57 ათასით;
- ნორვეგია-$51,959;
- ბრუნეი- $48,333;
- არაბეთის გაერთიანებული საემიროები-$47,439;
- აშშ-$46,860;
- ჰონგკონგი- $45,944;
- შვეიცარია- $41,950;
- ნიდერლანდები- $40,973.
საქართველო მდიდარი ქვეყნების რეიტინგში 113-ე ადგილზეა. სომხეთმა – 116-ე ადგილი დაიკავა, აზერბაიჯანმა – 64-ე, ხოლო რუსეთი 51-ე ადგილზეა.
წყარო: Harvard business review
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდ ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: