close
საქართველო

როგორ შეიქმნა ,,დედაენა”?

,,დოქტრინა” გთავაზობთ ისტორიას, თუ როგორ შეიქმნა ,,დედაენა”, ამას თავად იაკობ გოგებაშვილი წერს გა­ზეთ ,,ცნო­ბის ფურ­ცელშ­ი” (1896 წლის #72):

,,ბ-ნო რე­დაქ­ტო­რო! რო­ცა ამ ოცი წლის წი­ნად მო­ვი­წა­დი­ნე შე­მედ­გი­ნა, ნაც­ვ­ლად ჩე­მის წი­ნან­დე­ლის ან­ბა­ნი­სა, ახა­ლი და სრუ­ლი პირ­ველ-დაწყე­ბი­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ,,დე­და-ენა”, მე გა­ვემ­გ­ზავ­რე სოფ­ლად, ჩემს სამ­შობ­ლო­ში (სოფელი ვარიანი) … მთე­ლი ექ­ვ­სი თვე ვიცხოვ­რე ყრუ, ჭა­ო­ბი­ანს სო­ფელ­ში, ლი­ახ­ვის პი­რად; ყვე­ლა­ფე­რი და­ვი­ვიწყე, ქვე­ყა­ნას მოვ­ს­წყ­დი სრუ­ლი­ად, და მხო­ლოდ ერთს სა­განს და­ვამ­ყა­რე ჩე­მი მთა­ვა­რი ყუ­რადღე­ბა: რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი შე­მეკ­რი­ბა იმის­თა­ნა ხალ­ხუ­რი მეტყ­ვე­ლე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­საც საყ­მაწ­ვი­ლო, პე­და­გო­გი­უ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. მხო­ლოდ სა­მი სო­ფე­ლი – ვა­რი­ა­ნი, ახალ­და­ბა, არა­შენ­და – ერ­თი მე­ო­რის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე, მოვ­ჩხ­რი­კე, მაგ­რამ ძი­რის-ძი­რამ­დინ-კი.ჩა­მო­ვი­ტა­ნე ავი ჭა­ო­ბის ცი­ე­ბა; მაგ­რამ თა­ნაც ჩა­მო­ვა­ცო­ცე ვე­ე­ბერ­თე­ლა რვე­უ­ლი, გა­ჭიკ­ნი­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბით, არა­კე­ბით, ლექ­სე­ბით და შე­ვუ­დეგ ,,დე­და-ენის” შედ­გე­ნა­სა და გა­მო­ცე­მა­სა”.

„დედაენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის“ — ქართული ენის ორიგინალური სახელმძღვანელო დაწყებითი სკოლებისათვის, შექმნილია იაკობ გოგებაშვილის მიერ. გამოიცა 1876 წელს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid