close
ბიზნესისაქართველო

10 წლის ბიჭის სააღდგომო ბიზნესი

 

 ,,სანდროსგან” – ასე ჰქვია ბრენდს, რომელიც 10 წლის ქართველმა ბიჭმა შექმნა. პატარა ბიზნესმენმა, სანდრო ქანთარიამსაკუთარი საქმიანობა აღდგომის დღესასწაულს დაუკავშირა და დეკორატიული, მოხატული კვერცხების წარმოება დაიწყო. ოქროსხელება ოსტატი უკვე მეორე წელია სააღდგომო საჩუქრებს საკუთარი ხელით ამზადებს. საჩუქარი ასეთია: ჩიტის ბუდეში მოთავსებული ფერადფერადი კვერცხები.

,,ბიზნესიდეა ერთი წლის წინ გამიჩნდა, როცა მასწავლებელმა სააღდგომოდ კვერცხის მოხატვა დამავალა. ნამუშევრები იმდენად ლამაზი გამოვიდა, რომ დედამ მათი რეალიზება შემომთავაზა. მალევე ჩემს ბიზნესზე სტატია დაიწერა, საიდანაც საზოგადოებამ ჩემი საჩუქრების შესახებ შეიტყო და ბაზარზე მოთხოვნაც გაჩნდა”, – ამბობს სანდრო.

როგორც პატარა ბიზნესმენი აღნიშნას, პირველ წელს შეკვეთების საფუძველზე 80 კვერცხი დაამზადა და 230-ამდე ლარი გამოიმუშავა. წელს კი წინასააღდგომო სამზადისი უკვე ერთი კვირაა დაიწყო და შეკვეთა 76 ცალ კვერცხზე მიიღო.

,,ჩემი კლიენტები, ძირითადად, ის ადამიანები არიან, რომლებმაც ,,სანდროსგან” წინა წელს შეიძინეს. რაც შეეხება მასალას, რომლითაც დეკორატიულ კვერცხებს ვამზადებ,მოხატვისთვის აკვარელსა და აკრილს ვიყენებ. თვითონ კვერცხი კი კაუჩუკის მასალისაა. ზოგჯერ კი ნატურალურ კვერცხსაც ვაფორმებ”, – აღნიშნავს სანდრო ქანთარია.

 

წყარო:  fortuna.ge

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid