კომპანია ,,Tesla Inc-ის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – ელონ მასკი – აცხადებს, რომ მისი კომპანია ,,Neuralink Corp-ი” მიკრონის ზომის მოწყობილობები ადამიანის ტვინის მანქანის ინტერფეისთან დაკავშირებაზე მუშაობს.
როგორც მასკმა ვებსაიტ ,,Wait But Why-სთან” ინტერვიუში განახადა: ,,Neuralink-ის” მიზანია, პროდუქტი, რომელიც ინსულტის, კიბოსა და სხვა დაავადებებისგან გამოწვეული ტვინის მძიმე დაზიანებების მქონე ადამიანებს დაეხმარება, ბაზარზე ოთხ წელიწადში გაიტანოს.
„ხელოვნური ინტელექტითა და მანქანით იმდენად დახვეწილ და ,,ღვთის მსგავს” კომპიუტერებს შევქმნით, რომ ადამიანებს ტვინის შესანარჩუნებლად ნერვულ ძაფებს გადაუნერგავენ,“ – განაცხადა მასკმა შარშან გამართულ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე.
,,თქვენს თავში თავმოყრილია კონცეფციები, რომელსაც ტვინი კუმშავს და იმ წარმოუდგენლად დაბალ მონაცემებად გარდაქმნის, რასაც მეტყველება ან ბეჭდვა ჰქვია. თუ თქვენ ტვინის ორი ინტერფეისი გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ სხვა ადამიანთან დაამყაროთ არაკომპრესირებული პირდაპირი კონცეპტუალური კომუნიკაცია,“ – განაცხადა მასკმა.
ტექნოლოგიას შესაძლოა დაახლოებით 8-10 წელი დასჭირდეს.
მარტში, ,,Wall Street Journal-ი” იუწყებოდა, რომ მასკმა დააფუძნა კომპანია, რომლის მეშვეობითაც კომპიუტერის ადამიანის ტვინთან შერწყმაა შესაძლებელი. ,,Neuralink-ი” კალიფორნიაში ,,სამედიცინო კვლევების კომპანიად” დარეგისტრირდა. მასკი კომპანიის დაფინანსებას საკუთარი ხარჯებით გეგმავს.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”