close
ფრაზები

,,ვერასდროს მიაღწევთ დანიშნულების ადგილს, თუ გზაში ყველა მყეფარე ძაღლს ქვებს დაუშენთ”

,,დოქტრინა” გთავაზობთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და პოლიტიკის ისტორიაში ერთ-ერთი გამოჩენილი ფიგურის – იუნსტონ ჩერჩილის ბრძნულ გამონათქვამებს:

  • თუ ჯოჯოხეთში მიდიხართ – იარეთ, გაუჩერებლად.
  • მტრები გყავს? კარგია. ესეიგი, ცხოვრებაში სადღაც, რაღაც მაინც დატოვე.
  • ნებისმიერი კრიზისი ახალი შესაძლებლობების დასაწყისია.
  • ჭკვიანი ადამიანი არ უშვებს ყველა შეცდომას თვითონ – ის სხვებსაც აძლევს შანსს.
  • დემოკრატიის წინააღმდეგ საუკეთესო არგუმენტი – 5-წუთიანი საუბარი საშუალო აზროვნების ამომრჩეველთან.
  • წარმატება – ეს შესაძლებლობაა, გადააბიჯო ერთი წარუმატებლობიდან მეორემდე, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე.
  • ფარშევანგი ადის მაღლა, როცა მიფრინავს ქარის საწინააღმდეგოდ და არა მისი მიმართულებით.
  • სულელია ის ადამიანი, რომელიც არასდროს არ ცვლის მოსაზრებებს.
  • როცა არწივები დუმან, თუთიყუშები ტლიკინებენ.
  • ძალაუფლება – ნარკოტიკია. ვინც ერთხელ მაინც გასინჯა – ყველა მოიწამლა სამუდამოდ.
  • ცხოვრების განმავლობაში ყველა ადამიანი აწყდება “დიდებულ შანსს”. სამწუხაროდ, უმეტესობა ჩვენგანი საერთოდ არ აქცევს მათ ყურადღებას და გზას აგრძელებს, თითქოს არაფერი მომხდარა.
  • არ ისურვოთ ჯანმრთელობა და სიმდიდრე, ისურვეთ იღბალი, ტიტანიკზე ხომ ყველანი მდიდრები და ჯანმრთელები იყვნენ, მაგრამ იღბლიანი მხოლოდ რამდენიმე აღმოჩნდა!
  • ტყუილი ასწრებს ნახევარი მსოფლიოს შემოვლას, მაშინ როცა სიმართლე იცვამს შარვალს.
  • პოლიტიკა ისეთივე სახიფათო და მძაფრია, როგორც ომი. ომში შეიძლება მოგკლან მხოლოდ ერთხელ, ხოლო პოლიტიკაში რამდენიმეჯერ.
  • ჩემი გემოვნება ძალიან მარტივია. ადვილად მაკმაყოფილებს მხოლოდ საუკეთესო.
  • გინდათ, რომ კამათში თქვენი სიტყვა იყოს ბოლო? მაშინ უთხარით ოპონენტს – ,,ვგონებ, თქვენ მართალი ბრძანდებით”.
  • დიდ უპირატესობას იღებს ის, ვისაც საკმარისად ადრე აქვს დაშვებული შეცდომები, რომლებზეც შეიძლებოდა ესწავლა.
  • ადამიანებს შესანიშნავად შეუძლიათ შენახვა საიდუმლოების, რომლებიც არ იციან.
  • მიყვარს ღორები. ძაღლები ქვემოდან ზემოთ გვიყურებენ, კატები – ზემოდან ქვემოთ. მხოლოდ ღორები გვიყურებენ თანაბრად.
  • ომი – მოვლენა, რომლის დროსაც სხვისი ინტერესების გამო, იხოცება საერთოდ უდანაშაულო ხალხი.
  • ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი ის არის, რომ ხანდახან სულელებიც მართლები არიან.
  • ბევრად უფრო ადვილია ადამიანის ყიდვა, ვიდრე მისი მოკვლა, და საერთოდ ბევრად უფრო კარგია იყო ნაყიდი, ვიდრე მოკლული.
  • ერის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე ოთხი შვილის გაზრდა.
  • ჩვენ ვცხოვრობთ დიდი მოვლენების და პატარა ადამიანების ეპოქაში.
  • ვერაფრით მოიხვეჭ იმდენ ავტორიტეტს, როგორც სიმშვიდით.
  • ამერიკელები ყოველთვის პოულობენ ერთ სწორ გადაწყვეტილებას. მას შემდეგ, რაც გამოცდიან ყველა სხვას.
  • ისწავლეთ ისტორია, ისწავლეთ ისტორია. ისტორიაში იპოვით ყველა პოლიტიკურ საიდუმლოს.
  • საუკეთესო საშუალება გააფუჭო ურთიერთობები – დაიწყო მათი გარკვევა.
  • პარლამენტის მიზანი – შეცვალოს მუშტებით ბრძოლა, სიტყვებით.
  • როცა ორი ჩხუბობს – იმარჯვებს მესამე.
  • თუ მოკლავთ მკვლელს, მკვლელების რაოდენობა არ შეიცვლება.
  • პესიმისტი ხედავს სირთულეს ყველა შესაძლებლობაში. ოპტიმისტი ხედავს შესაძლებლობას ყველა სირთულეში.
  • ვერასდროს  მიაღწევთ დანიშნულების ადგილს, თუ გზაში ყველა მყეფარე ძაღლს ქვებს დაუშენთ.
  • ერმა, რომელიც ივიწყებს წარსულს, კარგავს მომავალს.
  • ყველაზე დამაბრმავებელ სინათლესაც კი აქვს ჩრდილები.
  • მე ოპტიმისტი ვარ. ვერ ვხედავ განსაკუთრებულ სარგებელს, რომ ვიყო სხვა რამ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid