close
ბიზნესიტექნოლოგიები

უმსხვილესი ბანკები ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავენ

 

მსოფლიოს  4 უმსხვილესი ბანკი  „UBS, Deutsche Bank, Santander, და“ BNY Mellon–ი“ ახალი ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავს. ახალი ვალუტის პირველი კომერციული გამოყენება 2018 წლიდანაა დაგეგმილი.

ახალი ციფრული ვალუტა – ბლოკჩეინის (blockchain – ქსელში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზა) ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული. ბლოკჩეინ ტექნოლოგია არის ალგორითმების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც კრიპტოვალუტებს ვაჭრობის საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ბანკები აღნიშნულთან დაკავშირებით ერთ დროს სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები და ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში თაღლითობის საფრთხეს ხედავდნენ, დღეს ისინი ინტერესდებიან, თუ როგორ შეუძლია ახალ ტექნოლოგიას არსებული სიტუაციის შეცვლა.

ინგლისის ბანკი, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი და კანადის ბანკი იმ ცენტრალურ ბანკებს შორის არიან, რომლებიც ციფრული ვალუტის დადებით მხარეებს სწავლობენ. ამ სიახლის დანერგვის შემაფერხებელ ფაქტორებად  საბანკო სტაბილურობა და უსაფრთხოება სახელდება. ის ადამიანები, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს მხარს უჭერენ, მიიჩნევენ რომ ტექნოლოგიის ფართოდ გავრცელებისათვის კიდევ რამდენიმე წელია დარჩენილი.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid