18 ივნისს, გამოცემა „ბანკები და ფინანსების” ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოს შვეიცარიაში მაკდონალდსის ქსელის ყველა რესტორანი დაიხურა მას შემდეგ, რაც „ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში დაჩან ჩოლოშმა ევროპის ბევრი ქვეყნიდან მიიღო 120-ზე მეტი განცხადება, საკანონმდებლო დონეზე აკრძალონ ფასტფუდები”. პუბლიკაციაში საუბარია ასევე იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში უკანასკნელ პერიოდში ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე. გამოცემა შვეიცარიაში ,,მაკდონალდსის” რესტორნების ქსელის დახურვის პირველწყაროდ უთითებს ,,The Georgian Time-ს”, თუმცა ბმულზე გადასვლისას სტატია სათაურით – ,,შვეიცარიაში ,,მაკდონალდსის” ქსელის უკლებლივ ყველა რესტორანი დახურეს” – აღარ იხსნება.
გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, რასაც შემდეგი გარემოებები ცხადყოფს:
- ,,მაკდონალდსის” ქსელი შვეიცარიაში დღემდე ფუნქციონირებს, რასაც აღნიშნული ქსელის ვებგვერდიც მოწმობს.
- შვეიცარია ევროკავშირის წევრი ქვეყანა არაა. ამბის მიხედვით, ქვეყანაში მას შემდეგ აიკრძალა სწრაფი კვების ობიექტები, რაც ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში 120-ზე მეტი განცხადება მიიღო. არაწევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ევროკავშირის იურისდიქცია არ ვრცელდება.
- სტატიაში მითითებული ევროკომისარი სოფლის მეურნეობის საკითხებში – დაჩიან ჩოლოში – აღნიშნულ პოსტს 2014 წლიდან აღარ იკავებს. ამჟამად სოფლის მეურნეობის საკითხებს ევროკომისარი – ფილ ჰოგანი – კურირებს. დაჩიან ჩოლოში კი აღნიშნულ თანამდებობას. 2010-2014 წლებში იკავებდა.
მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”