close
კვლევებიმედიცინამსოფლიო

დნეპროპეტროვსკის სასკოლო ექსპერიმენტმა ბავშვები ფასთფუდს გადაააჩვია

იმისთვის, რომ  ბავშვებს, ერთხელ და სამუდამოდ, უარი ეთქვათ არაჯანსაღი კვებისთვის,  უკრაინელმა მასწავლებლებმა  ექსპერიმენტი ჩაატარეს – ცხოველებს აჭამეს ჩიფსები,  ,,სუხარი“ (გახუხული პური) და ფრი.

ამ  ექსპერიმენტის გადაწყვეტილება ქიმიის მასწავლებელმა – ტატიანა დეინეგამ  –  მიიღო, როდესაც გამოკვლევების შემდეგ ყოველ მესამე ბავშვში  კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოვლინდა. ბავშვები ვერაფრით დაარწმუნა, რომ ფასთფუდის საკვები არ ეჭამათ, ამის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, შეესყიდა ლაბოარატორიული ცხოველები და ექსპერიმენტები ჩაეტარებინა.  მე-10 ა კლასში გაჩნდა უჩვეულო ცხოველთა კუთხე.

ტატიანა დეინეგა: ,,როდესაც თვითონ ჩაატარეს ცდები, მე ვნახე  შედეგი და დავრწმუნდი, რომ ახლა არა მარტო თვითონ, არამედ მათი შვილებიც კი არასდროს არ მოიხმარენ ფასთფუდის საკვებს.“

მათ თეთრი ლაბორატორიის  მღრღნელები აგრარულ უნიევრსიტეტში იყიდეს და 4 ჯგუფად დაყვეს. პირველ ნაწილს აჭმევდნენ ჩიფსებს, მეორეს – ,,სუხარს“, მესამეს – ბოსტნეულს საკვები დანამატებით.  ამ ექსპერიმენტში უფროსკლასელი სერგეი თვითონ მონაწილეობდა და კვებით რაციონს ადგენდა.  მის რაციონში, ექსპერიმენტის მეტი სიცხადისთვის, იყო საკუთარ ბოსტანში მოყვანილი სტაფილო და ხორბალი.

სერგეის ვირთხები ახლაც თამაშობენ და ჯანმრთელად არიან, ხოლო დანარჩენ მღრღნელებს რაც დაემართათ, სკოლის მოსწავლეები დღესაც საშინლად იგონებენ. ექსპერიმენტულმა ცხოველებმა მხოლოდ 20-დღიან მიმართულ არასწორ კვებას გაუძლეს.

ტატიანა გაგადაიკი,  მე-10 ა კლასის მოსწავლე: ,,ჩვენ ვხედავდით, რომ ვირთხებს, რომლებიც იკვებებოდნენ ჩიფსებით, ფაქტობრივად, გასცვივდათ ბეწვი  და  თვალდახუჭულები იყვნენ. ისინი ძალიან გვეცოდებოდნენ და ექსპერიმენტის შეჩერება გადავწყვიტეთ. ამის შემდეგ, სუპერმარკეტებში ამ განყოფილებას უკვე  გვერდს ვუვლი.“

ექსპერიმენტს ყურადღებით აკვირდებობდნენ აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლები, ყველა გადახრა ქცევაშიც და ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობაში, ფიქსირდებოდა ჟურნალში. ცხოველებს ფოტოებს უღებდნენ. მოგვიანებით,  ლაბორატორიაში დადასტურდა, რომ მღრღნელებს, რომლებიც ჩიფსებით, ,,სუხარებითა“ და არომატიზირებული საკვებით იკვებებოდნენ, დარღვევები ჰქონდათ საჭმლის მომნელებელ სისტემაში, მხედველობა გაუუარესდათ და დაეწყოთ ღვიძლის დაშლა.

მედიამ ქიმიის მასწავლებელი ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულა.

იანა პონომარევა: მე-10  ა კლასის მოსწავლე:  ,,რა თქმა უნდა, მე მეცოდებიან ეს მღრღნელები, მაგრამ ამავე პროდუქტებით  ადამიანები იკვებებიან. ცხოველებს თუ არ მიცემთ ამ მავნე საკვებს, ისინი ბედნიერები, აქტიურები არიან,  ე.ი.  – მათ ეს დანამატები არ სჭირდებათ.“

ახლა უვკე მოსწავლეები გეგმავენ, რომ ფასთფუდის მავლებლობაზე ფილმი გადაიღონ.

ამ ჯანმრთელი კვების გაკვეთილებით უკვე დაინტერესდნენ უკრაინელი მეცნიერები.  საკვები ტექნოლოგიების ინსტიტუტში დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვები შეიძლება აიძულო უარი თქვან მავნე კვებაზე, თუ ისინი ნახავენ ვიდეოს, სადაც ასახულია დნეპროპეტროვსკის სკოლის ექსპერიმენტი. აქამდე სხვა მეთოდები ასეთი ეფექტური არ ყოფილა.

 

წყარო:  http://www.1tv.ru/news/social/169705

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld