close
კომუნიკაციატექნოლოგიები

,,Facebook–ი” ბილეთების გაყიდვის სერვისს ამატებს

 

„Facebook-ი“ ახალ მომსახურებას ნერგავს, რომლის საშუალებით მომხმარებელი სხვადასხვა ღონისძიების ბილეთის შეძენას სოციალურ ქსელში შეძლებს. სიახლე ამჟამად ტესტირებას გადის. „Facebook-ი“ აღნიშნულ პროექტზე „Eventbrite-სა“ და „Ticketmaster-თან“ ერთად მუშაობს.

მომხმარებელს სოციალურ ქსელში ბილეთების შეძენა აქამდეც შეეძლო, მაგრამ პირდაპირ გარიგებას დამატებით სხვა სერვისის მომსახურება ახორციელებდა. ახალი სერვისით კი მომხმარებელისთვის ბილეთის შეძენის მთელი პროცესის განხორციელება „Facebook-ით“ იქნება შესაძლებელი.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მილიონობით ადამიანი  ღონისძიების შესახებ სწორედ მათი ქსელის საშუალებით იგებს. ,,ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა დიდი ნაწილი ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე მხოლოდ იმის გამო ვერ ხვდება, რომ ამის შესახებ უბრალოდ გვიან იგებს. ახალი სერვისით კი მომხმარებელი არა მხოლოდ გაიგებს მიმდინარე ღონისძიებების შესახებ, არამედ ბილეთების შეძენასაც ოპერატიულად შეძლებს“-აცხადებენ  „Facebook-ში“.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld