close
კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა გენური ინჟინერიის საშუალებით აივ-ინფექციის სრული ლიკვიდირება შეძლეს

გენების რედაქტირების ინოვაციური ტექნოლოგიის – CRISPR-ის გამოყენებით მეცნიერებმა აივ-ინფიცირებული ცხოველების განკურნება შეძლეს.

ფარულ საცავებში დამალვის უნარის გამო ვირუსი უჩინარი ხდება, თუმცა ახლახან გამოქვეყნებული კვლევით ამერიკელმა მეცნიერებმა აჩვენეს, რომ მათ თაგვებში გადანერგილ ადამიანის უჯრედებში აივ-ვირუსის სრული ლიკვიდირება  და შემდგომი ინფექციების თავიდან აცილება მოახერხეს.

„ეს პირველი შემთხვევაა, როცა მეცნიერებმა ცხოველებში დაავადების სრული ლიკვიდირება მოახერხეს – რაც ადამიანებზე კლინიკური ცდების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა,“ – აცხადებენ ექსპერტები.

უფრო მეტიც, თემფლის უნივერსიტეტის ლუის კაცის სახელობის მედიცინის სკოლისა და პიტსბურგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში თაგვებს ადამიანის იმუნური უჯრედები გადაუნერგეს და ვირუსით დააინფიცირეს.

მეცნიერებმა თაგვების სამი ჯგუფი დააინფიცირეს: პირველი ჯგუფის თაგვები – აივ-1-ით, მეორე -EcoHIV-ის მძიმე შემთხვევით (ადამიანის აივ -1- ის ექვივალენტი), მესამე ჯგუფის თაგვებს ადამიანის იმუნური უჯრედები გადაუნერეგეს და აივ-1-ით დააინფიცირეს.

პირველი ჯგუფის მკურნალობისას, მათ ვირუსული გენების რიბონუკლეინის მჟავის 95 პროცენტით შეამცირებით აივ-1-ის ინაქტივაცია მოახერხეს, რაც მათ მიერ მანამდე ჩატარებულ ცდებს ადასტურებს.

მეორე ჯგუფი დამატებითი გამოწვევის წინაშე დგას: ვირუსი გავრცელებისა და გამრავლების თვალსაზრისით უფრო მგრძნობიარეა.

,,EcoHIV-ით დაავადებული თაგვების შემთხვევაში საშუალება გვქონდა, გამოგვეკვლია CRISPR / Cas9- ის სტრატეგიის უნარი დაბლოკოს ვირუსული რეპლიკაცია და ხელი შუეწყოს სისტემური ინფექციის თავიდან აცილებას,“ – აცხადებენ მეცნიერები.

მათი ინფორმაციით, ამ სტრატეგიის საშუალებით თაგვებში EcoHIV-ის 96 პროცენტის აღმოფხვრა გახდა შესაძლებელი, რაც აივ-1-ის შემთხვევაში CRISPR / Cas9 სისტემის გამოყენების ეფექტურების პირველად მტკიცებულებას წარმოადგენს.

ბოლოს კი მკვლევარები ცხოველების მესამე ჯგუფს მიადგნენ : თაგვები ადამიანის იმუნური უჯრედებით, მათ შორის T- ს უჯრედებით, სადაც აივ ინფექცია იმალება.

CRISPR / Cas9- ით მკურნალობის ერთი კურსის შემდეგ მეცნიერებმა ლეტალურად დაინფიცირებული ადამიანის უჯრდებიდან, რომლებიც თაგვების ქსოვილებსა და ორგანობში იყო გადანერგილი, ვირუსული ფრაგმენტების სრული ელიმინაცია მოახერხეს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი კვლევა აივ ინფექციის მდგრადი გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld