ევროპის ფიზიკის კვლევის ცენტრში (CERN) ნაწილაკების ახალი ამაჩქარებელი წარმოადგინეს. ხელსაწყო, სავარაუდოდ, პორტატულ ამაჩქარებლებს გააძლიერებს, რაც ექიმებს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობაში, ხოლო ექსპერტებს – ხელოვნების ნაწარმების ანალიზში დაეხმარება.
CERN-ი თავის ტექნიკას თანდათანობით აუმჯობესებს, რათა დიდი ადრონული კოლაიდერისგან (LHC) მეტი მონაცემი მიიღოს. 27-კილომეტრიანი წრიული აქსელერატორით, რომლითაც პროტონები ერთმანეთს სინათლის სიჩქარით ეჯახებიან, მეცნიერები სამყაროს შესახებ ძირითადი კითხვების შესწავლას ცდილობენ.
უახლესი განახლება, რომელიც 90-მეტრიან ნავთობსადენს ჰგავს, მიერთებულია სიცოცხლის მხარდაჭერის აპარატთან, მან 39 წლის წინ შექმნილი LHC-ის ნაწილაკების წარმომქმნელი ინჟექტორი ჩაანაცვლა.
ახალი მოწყობილობა – Linac 4, 93 მილიონი აშშ დოლარი ღირს და მის შექმნას მეცნიერებმა 10 წელი მოანდომეს. პრეზენტაციისას პროექტის ავტორმა მაურიციო ვრეტენარმა განაცხადა, რომ CERN-მა ტექნოლოგიის მინიატიურიზაცია მოახდინა და ბევრი პოტენციური მომხმარებელიც დაინახა.
CERN- მა სიმსივნის ნაწილაკების სხივებით სამკურნალოდ უკვე შექმნა და დააპატენტა ვერსია.
კიდევ ერთი სამედიცინო საშუალებაა სიმსივნეების დიაგნოსტიკის მიზნით იზოტოპების შექმნა. იმის გამო რომ ისინი მალე იშლებიან, აუცილებელია პაციენტებამდე მალე მიტანა და გამოყენება.
ვრეტენარის განცხადებით, ახალი პორტატული ტექნოლოგიით მათი დამზადება საავადმყოფოშივეა შესაძლებელი. მან აღნიშნა, რომ შემდგომ მიზანს 1-მეტრიანი 100 კგ მასის პროტოტიპის შექმნაა, რომლის დახმარებითაც მუზეუმებს ნახატებისა და სამკაულების ანალიზის შესაძლებლობა ექნებათ.
„უკვე ვთანამშრომლობთ ლუვრთან და იტალიურ ფლორენსთან“ – განაცხადა მაურიციო ვრეტენარმა.
პარიზში მდებარე ლუვრის მუზეუმი ერთადერთი მუზეუმია მსოფლიოში, რომელსაც აქსელერატორი უკვე აქვს. როცა სამშაბათობით მუზეუმი იკეტება, არტიფაქტები სარდაფში ანალიზისთვის ჩააქვთ. სხვა მუზეუმებს ეს ფუფუნება არ გააჩნიათ და არ სურთ თავიანთი ხელოვნების ნიმუშები ანალიზისთვის სხვაგან გააგზავნონ.
რამდენიმე საათი სჭირდება იმის დადგენას, რომელი საბადოდანაა სამკაული, ან მძიმე ელემენტის აღმოჩენას, რისი საშუალებითაც ხდება გამოყენებული საღებავის იდენტიფიცირებას, ან იმის დადგენას, აღდგენილია ესა თუ ის ნამუშევარი, თუ საერთოდაც – ყალბია, თუ ორიგინალი.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”