close
ასტრონომია - კოსმოსისაქართველო

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაცია იწყება

აბასთუმნის ასრტოფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია იწყება.

პროექტის ფარგლებში, დიდი ტელესკოპის – AZT-11-ის შენობის სრული რეაბილიტაცია და შენობაში ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრის, კაფესა და საპირფარეშოების გაკეთება იგეგმება. ასევე, დაგეგმილია  საგამოფენო და სამუშაო სივრცის მოწყობა  და  არსებული ბიბლიოთეკის აღდგენა. პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, საბაგირო გზის აღდგენა და საერთო სარგებლობის საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.

სულ, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, 4 700 000 ლარია გათვალისწინებული.

ობსერვატორიის რეაბილიტაცია წელს დაიწყება და 2018 წლის თებერვალში დასრულდება.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია აბასთუმნიდან 8 კმ-ში, მთა ყანობილზე მდებარეობს.  პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით დაარსდა ობსერვატორია 1932 წელს დაარსდა და პირველი სამთო-ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისტორია კი XIX საუკუნის მიწურულს დაიწყო: ასტრონომიით გატაცებულმა მეფისწულმა, გიორგი რომანოვმა, აბასთუმანში თავისი მეგობარი, ასტრონომი და პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი – სერგეი გლაზენაპი – მიიწვია. გიორგის სასახლის მახლობლად პატარა გუმბათი ააგეს და გლაზენაპის პეტერბურგიდან ჩამოტანილი ტელესკოპი ამ ნაგებობაში მოათავსეს. ასე ჩაუყარეს საფუძველი დიდმა მთავარმა და გლაზენაპმა ღამღამობით აბასთუმნის ცაზე პირველ ასტრონომიულ დაკვირვებებს. 1935 წელს ობსერვატორიის თანამშრომლებმა   ერთ-ერთი მცირე ცთომილი აღმოაჩინეს, რომლებსაც  აბასთუმანი ეწოდება.

2007 წლიდან ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთანაა ინტეგრირებული.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid