ექსპერტები აცხადებენ, რომ 2019 წლისთვის ანტიასაკობრივ პროდუქციაზე გლობალური მასშტაბით 150 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯება (დაახლოებით, 400 მილიარდი ლარი).
მსოფლიოში კოსმეტიკური ქირურგიის ნამდვილი ბუმია. სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად 50,000 ადამიანზე მეტი ნაოჭებსა და მშრალ კანს ქირურგიის დახმარებით ებრძვის.
თუმცა ცოტა თუ მიმართავს უფრო მარტივ გზებს იმისთვის, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.
Harley Street-ის სახის კოსმეტიკური ქირურგი დოქტორ ჯულიან დე სილვა აცხადებს, რომ არასწორი ცხოვრების წესით ადამიანები სახეს დაახლოებით 10 წლით იბერებენ :
1. დიდი რაოდენობის შაქარი
დიდი რაოდენობის შაქრისა და ნახშირწყლების მიღებისას შაქრის მოლეკულები კოლაგენის ბოჭკოებს უერთდება და ძალას აკარგვინებს. კანი ხდება ნაკლებად ელასტიური და მზის სხივების ზემოქმედების პირობებში დაუცველი.
სხეულის მასის მაღალი ინდექსი ზრდის გულის დაავადებისა და დიაბეტის რისკს, რაც ორგანიზმის ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის უნარს აქვეითებს.
შაქარი ლაქებს ნიშნავს, რაც სახის კანის დაბერებას უწყობს ხელს. აკონტროლეთ წონა, თუ გსურთ ჯანსაღი კანი გქონდეთ!
2. ალკოჰოლი
დღეში ორ ჭიქა ალკოჰოლიც კი სახის ნაადრევ დაბერებას იწვევს. ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება სისხლძარღვებს ტონუსს უკარგავს და ვენების პრობლემას ქმნის.
ალკოჰოლი კანის გაუწყლოვებასაც იწვევს და მას მოყვითალე ფერს აძლევს.
„თუ მაინცდამაინც დალევა გადაწვიტეთ, მიირთით ლუდი. ის ანტიოქსიდანტებსა და B ჯგუფის ისეთ მნიშვნელოვან ვიტამინებს შეიცავს, როგორიცა ნიაცინი და ფოლიუმის მჟავა. წითელი ღვინო კი დაბერების საწინააღმდეგო ნაერთს – რესვერატროლს შეიცავს,“- აცხადებს ჯულიან დე სილვა.
3. არასაკმარისი ძილი
დღე-ღამის განმავლობაში რვა საათანი ძილი ყოველდღიური სტრესისთვის სრულყოფილი ანტიდოტი, ხოლო კანის გასაახალგაზრდავებელი საუკეთესო საშუალებაა.
უძილობა იწვევს მუქ წრეებს თვალების ირგვლივ და უსიცოცხლო კანს.
დღის განმავლობაში ჩვენი კანის უჯრედები ებრძვის სხვადასხვა დამზარალებელს : მზის სხივებს, ჭუჭყს და სიბინძურეს.
ძილი გადამწყვეტის, რადგან სტრესის ჰორმონები ღამით ნორმალურ დონემდე ეცემა, რაც უჯრედებს აღდგენისა და განახლების დროს აძლევს.
4. მკაცრი დიეტა
მკაცრი დიეტა განსაკუთრებით საშიშია 30 წლის შემდგომ ასაკში. ის იწვევს თქვენი სახის კანში იმ ნატურალური ცხიმის დაშლას, რომელიც ახალგაზრდა სახის კანის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
5. ლაქები
ჰორმონალური ცვლილებების გამო 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებს აკნე აწუხებთ. თუმცა მხოლოდ კანის ამოვსება კანის სიმშრალეს და გაღიზიანებას იწვევს.
აკნეს საწინააღმდეგო გამწმენდი საშუალებებით მთელი კანის მოვლა და მისი დღეში ერთხელ დატენიანება საუკეთესო საშუალებაა კანის დასაცავად.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ლაქებისა და ხორკლების ამოვსებამ შესაძლოა ინფექციისა და ნაწიბურების განვითარება გამოიწვიოს.
6. მაკიაჟის მოშორების გარეშე დაძინება
მაკიაჟის მოშორების გარეშე დაძინება სხვადასხვა პრობლემას იწვევს. მთელი დღის განმავლობაში გარემოში არსებული ტოქსინები კანში ჯდება და ფორებში იჭრება. რამაც შესაძლოა კომპლექსური პრობლემები გამოიწვიოს.
7. ბევრი პროდუქტის გამოყენება
თქვენ შეიძლება მოგწონთ თქვენი ახალი დამატენიანებელი, მაგრამ მისი შერევა შრატში, ტონერსა და ღამის კრემში, არ შეიძლება. რამდენიმე პროდუქტის ერთდროულად გამოყენება კანის გაღიზიანების რისკს ზრდის, რაც აჩქარებს მის დაბერებას.
8.მზე
მზე კანის დაბერების ერთ-ერთი პირველი მიზეზია, განსაკუთრებით კი ზაფხულში. თუმცა მას შეუძლია ზიანი მოგაყენოს ღრუბლიან, წვიმიან ან თოვლიან დღეებშიც.
მზის სხივი მინაშიც აღწევს, ასე რომ მზისგან დამცავი შენობებშიც უნდა გამოიყენოთ.
9. არასაკმარისი ვარჯიში
ზომიერი ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, ეს კი, თავის მხრივ, თქვენს სახეს უფრო ახალგაზრდულ იერს ანიჭებს.
10. თამბაქო
უარი თქვით თამბაქოზე, ან ნუ მოწევთ დღეში 5 სიგარეტზე მეტს. თუკი ასე მოიქცევით, თქვენი კანი თვითაღდგენას დაიწყებს.
სიგარეტის მოწევა მთელს ორგანიზმს სტრესს აყენებს. ტვინი იძულებულია ვიტამინები თქვენი კანიდან სხვა მიმართულებით გადაისროლოს. ნიკოტინი ასევე აფერხებს სისხლის მიმოქცევას.
თქვენს კანს დადებით ცვლილებებს თამბაქოზე უარის თქმიდან ექვს კვირაში შეამჩნევთ.
წყარო:dailymail
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”