close
ეკოლოგიაკვლევები

მეცნიერები: ,,ადამიანმა 8 მილიარდი მეტრული ტონა პლასტმასი აწარმოა”

მას შემდეგ, რაც 1950 წელს სინთეზური მასალების ფართომასშტაბიანი წარმოება დაიწყო, ადამიანმა 8.3 მილიარდი მეტრული ტონა პლასტმასი აწარმოა.

ახლახან ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ ,,Science Advances-ში” გამოქვეყნდა, ამ პლასტმასის უმეტესობა ნაგავსაყრელებსა თუ ბუნებრივ გარემოშია.

ჯორჯიას უნივერსიტეტის, კალიფორნიის უნივერსიტეტის, სანტა ბარბარასა და საზღვაო განათლების ასოციაციის მეცნიერთა გუნდის მიერ ჩატარებული კვლევა პლასტმასის წარმოების, გამოყენებისა და ბედის პირველი გლობალური ანალიზია.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ 2015 წლისთვის ადამიანმა 8.3 მილიარდი მეტრული ტონა პლასტმასი აწარმოა, რომლისგანაც 6.3 მილიარდი მეტრული ტონა უკვე ნარჩენია. ამ ნარჩენების 9 პროცენტი რეციკლირებულ იქნა, 12 პროცენტი – დანაცრებული, ხოლო 79 პროცენტი ბუნებრივ გარემოსა და ნაგავსაყრელებზე დაგროვდა.

თუკი არსებული ტენდენცია გაგრძელდა, უხეშად რომ ვთქვათ, 2050 წლისთვის ბუნებრივ გარემოსა და ნაგავსაყრელებზე 12 მილიარდი მეტრული ტონა პლასტიკური ნარჩენი დაგროვდება.

,,პლასტმასების უმეტესობა არ ბიოდეგრადირდება, ამიტომაც, ადამიანის მიერ წარმოებული პლასტიკური ნარჩენი ჩვენთან ასობით წელი შეიძლება დარჩეს. ჩვენი შეფასება ხაზს უსვამს იმ მასალზე, რასაც ასე ინტენსურად ვიყენებთ, და ნარჩენების მართვის პრაქტიკაზე უფრო უკეთ დავფიქრდეთ,“ – აცხადებს კვლევის თანა ავტორი, ასოცირებული პროფესორი ჯინა ჯემბექი.

კვლევის თანახმად, პლასტიკატის გლობალური წარმოება 1950 წლიდან, 2 მილიონი მეტრული ტონიდან 2015 წელს, 400 მილიონ მეტრულ ტონამდე გაიზარდა.

მეცნიერთა იმავე გუნდმა 2015 წელს ჟურნალ Science-ში კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ოკეანეში ჩამავალი პლასტიკური ნარჩენის მაგნიტუდაა დათვლილი. მათი შეფასებით, 2010 წელს ოკეანეებში 8 მილიონი მეტრული ტონა პლასტიკატი ჩავიდა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი პლასტიკატის წარმოების და ბაზრიდან ამოღების სრული შეჩერებისკენ მოწოდება არაა. „არსებობს ისეთი სფეროები, სადაც პლასტმასები აუცილებელია, განსაკუთრებით გამძლეობისთვის განკუთვნილ პროდუქტებში,“ – აცხადებენ მეცნიერები და დასძენენ, რომ საჭიროა პლასტიკატის მიზნობრივად წარმოება და გამოყენება.

 

წყარო: https://explorist.futurism.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld