მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ადამიანის გადაშენებული სახეობა – ,,ჰობიტი” მშობლიური ფლორენსიენსის კუნძულიდან იმაზე ადრე გაქრა, ვიდრე ამას აქამდე ფიქრობდნენ და, სავარაუდოდ, ამ საქმეში თანამედროვე ადამიანის წინაპრის ხელი ურევია.
მკვლევარებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ მათ ხელახლა გამოთვალეს ჰომო ფლორენსიენსის (Homo Floresiensis) სახეობის ძვლები, რომელიც ინდონეზიის ფლორენსის კუნძულზე აღმოაჩინეს, და დაადგინეს, რომ იგი დაახლოებით 50,000 წლის წინ გადაშენდა და არა 12,000 წლის წინ, როგორც ამას მანამდე ვარაუდობდნენ.
2003 წელს ჰობიტების აღმოაჩინა სამეცნიერო სენსაციად იქცა. გამოთვალეს ჰომო ფლორენსიენსი დაახლოებით 106 სმ სიმაღლის იღო. გააჩნდა პატარა, შიმპანზის ზომის ტვინი, გამოიყენებდა ქვის იარაღებს.
მეცნიერების განცხადებით, მათ ჯერჯერობით არ გააჩნიათ იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ ჰობიტები ჰომო საპიენსებს გადაეყარნენ, თუმცა ამ დროისთვის თანამედროვე ადამიანის წინაპარი დაახლოებით იმ პერიოდისთვის რეგიონის სხვა კუნძულებზე უკვე იმყოფებოდა და ავსტრალიას დაახლოებით 50, 000 წლის წინ მიაღწია.
ავსტრალიის უნივერსიტეტის გეოქრონოლოგისტ ბერტ რობერტსის განცხადებით, შესაძლოა ჰომო საპიენსმა ჰობიტების გადაშენებაში გარკვეული როლი ითამაშა და ეს საკითხი შემდგომი კვლევების საგნად უნდა იქცეს.
2007 -2014 წლებში ჩატარებული გათხრების შედეგად მეცნიერებმა ჰომო ფლორენსიენსების ძვლებისა და ნაშთების ნალექი ხელახლა შეაფასეს.
აღმოჩნდა, რომ ჰობიტების ჩონჩხის ნაშთები 60,000 -100,000 წლის იყო, მათი ქვის იარაღები კი – 50,000- 190,000 წლის.
გონიერი ადამიანი ანუ ჰომო საპიენსი (თამანედროვე ადამიანის წინაპარი) აფრიკაში პირველად დაახლოებით 200,000 წლის წინ გამოჩნდა და ამის შემდეგ გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”