წყნარ ოკეანეში მდებარე აღდგომის კუნძულს გასაოცარი ქვის გიგანტური ქანდაკებები დარაჯობს.
აქ, პლანეტის ყველაზე განმარტოებულა ადგილას საუკუნეების განმავლობაში იშვა საუცხოო კულტურა, რომლის საუდუმლოთაგან უმრავლესობა ჯერ კიდევ ამოუხსნელია.
აღმოსავლეთით მდებარე ვულკან რანო-რარაკუს გარშემო ათობით დასრულებული თუ დაუსრულებელი მოაის ქანდაკება დგას. რაპა-ნუის ხალხი უზარმაზარ ქანდაკებებს სწორედ ამ ვულკანური წარმოშობის ქანებით კვეთდა.
აღდგომის კუნძულის გიგანტური მოაის ქანდაკებები აჰუს ანუ რაპა-ნუის საცერემონიო პლატფორმის შემადგენელი ნაწილი იყო.
რაც შეეხება ეტიმოლოგიას – 1722 წლის აღდგომა დღეს, 5 აპრილს, ჰოლანდიელმა მეზღვაურებმა ღუზა სწორედ ამ სამკუთხა კუნძულთან ჩაუუშვეს. სწორედ ამიტომ, სომბოლურად, მას აღდგომის კუნძული ეწოდა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”