სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები ჩატარებული კვლევის საფუძველზე აცხადებენ, რომ მათ შეიმუშავეს კომპიუტერული პროგრამა Al-ი, რომელსაც ადამიანის სექსუალური ორიენტაციას გამოიცნობა შეუძლია.
კვლევა შეფასდა, როგორც „საშიში” და ,,უსარგებლო მეცნიერება”, თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს „რეფლექსური რეაქცია“ გახლავთ.
პროექტის დეტალები უახლოეს მომავალში ჟურნალ Personality and Social Psychology გამოქვეყნდება.
კვლევისათვის მეცნიერებმა 14,000-ზე მეტი თეთრი ამერიკელის ფოტოსურათის გამოყენებით ალგორითმი მოამზადეს. მათ თითოეული ადამიანის ერთიდან ხუთამდე ფოტო შეისწავლეს.
მკვლევარებმა განაცხადეს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის შედეგად გეი და ჰეტეროსექსუალური მამაკაცებისა და ქალების გარჩევა გახდა შესაძლებელი. პროგრამის სიზუსტე ქალების შემთხვევაში 81 პროცენტია, ხოლო მამაკაცებში – 71 პროცენტი.
,,გეი სახეები გენდერულად ატიპიურია”, – ამბობენ მკვლევარებმა.,,”გეი მამაკაცებს ჰქონდათ ვიწრო ყბა და გრძელი ცხვირი, ხოლო ლესბოსელებს – დიდი ყბა.”
მაგრამ მათი პროგრამული უზრუნველყოფა სხვა შემთხვევებშიც ასევე ზუსტი არ აღმოჩნდა, მათ შორის ტესტში, სადაც 70 გეისა და 930 ჰეტეროსექსუალი მამაკაცის ფოტოები იყო მოცემული, როდესაც პროგრამას 100 გეი მამაკაცის ფოტო უნდა აერჩია, ცდომილება 23 იყო.
აშშ-ში დაფუძნებულმა ლგბტ ადამიანის უფლებათა ჯგუფმა ერთობლივი პრეს რელიზი გაავრცელეს, სადაც კვლევას გმობენ.
„ეს კვლევა არ არის მეცნიერება ან ნიუსი. ისრომელიც უგულებელყოფს ლგბტქ საზოგადოების (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანები) სეგმენტებს. ეს უგუნური დასკვნები შესაძლოა იქცეს იარაღად, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს როგორც ჰეტეროსექსუალებს, ასევე გეი და ლესბოსელ ადამიანებს,“ ნათქვამია პრეს რელიზში.
Human Rights Campaign-ი (ადამიანის უფლებათა კამპანია) აცხადებს, რომ მან გააფრთხილა უნივერსიტეტის რამდენიმე თვის წინ და ურჩია, რომ გამიჯვნოდა კვლევას, „რომელიც სახიფათოა მილიონობით ადამიანის სიცოცხლისთვის”.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ „კრიტიკოსების“ შეფასება „ნაადრევია.“
,,ჩვენი დასკვნები შეიძლება იყოს არასწორი … თუმცა სამეცნიერო დასკვნები მხოლოდ მეცნიერული მონაცემებითა და რეპლიკაციებით შეიძლება გაქარწყლდეს და არა იურისტებისა და საკომუნიკაციო ოფიცრების მიერ, რომლებსაც არ გააჩნიათ სამეცნიერო სწავლება”, – აცხადებენ მეცნიერები.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”