close
საქართველოქიმია

ახალგაზრდა ქართველმა ქიმიკოსებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვეს

 პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე  (IChO) 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

6 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ტაილანდში, ქიმიის 49-ე საერთაშორისო ოლიმპიადა IChO 2017 ტარდება, რომელშიც მონაწილეობას 80-მდე ქვეყანა იღებს. მონაწილეები სკოლის მოსწავლეები არიან.

ჯილდოები მიიღეს დავით რიჟინაშვილმა, ლექსო ფიჩხაძემ და საბა თავდგირიძემ.

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ოთხი წევრისგან შედგება და თითოეული მათგანი საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულია.

აღსანიშნავია, რომ ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, წინა წელს კი, საქართველოში იყო. მაშინ ჩვენმა ქვეყანამ ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld