close
რობოტექნიკა

ახალი რობოტი, რომელიც არაფრით აღარ განსხვავდება ადამიანისგან!

Nadine, a humanoid created by Nanyang Technological University's (NTU) Professor Nadia Thalmann and her team, reacts to the presence of people during an interview with Reuters at their campus in Singapore March 1, 2016. REUTERS/Edgar Su

ყავისფერი თმით, რბილი კანითა და მეტყველი სახით ნადინი ადამიანის მსგავსი რობოტის ახალი ბრენდია. მეცნიერები იმედს გამოთქვამენ რომ უახლოეს მომავალში ადამიანები მას პირად თანაშემწედ, მოხუცების მომვლელად და სხვა საოჯახო თუ საოფისო საქმიანობისთვის გამოიყენებენ.
1.7 მეტრიანი ნადინი ვიზუალურად მის შემქნელს ნადია ტალმანის ჰგავს, რომელიც სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მედია ინოვაციების ინსტიტუტის დირექტორი და მოწვეული პროფესორია. იგი ვირტუალურ ადამიანებს სამი ათეული წლის მანძილზე იკვლევდა.
ნადინის პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას აძლევს რობოტს, გამოხატოს მთელი რიგი ემოციებისა და გაიხსენოს წინა საუბარი. ნადინი ჯერჯერობით კომერციულად ხელმისაწვდომი არაა, მაგრამ მისი შემქმნელი იმედოვნებს, რომ ადამიანის მსგავსი რობოტი უახლოეს მომავალში დიდ დახმარებას გაუწევს დემენციით დაავადებულ ადამიანებს.

“თუ ამ ადამიანებს მარტო დავტოვებთ, მათი მდგომარეობა ძალიან მალე გაუარესდება. ამიტომ ისინი ყოველთვის ურთიერთქმედებაში უნდა იყვნენ სხვებთან,“ – განახადა ტალმანმა და დასძინა, რომ ნადინს შეუძლია საუბარი, ამბის მოყოლა და მარტივი თამაშის თამაში.

ტალმანი და მისი გუნდი მუშაობენ რობოტზე, რომელიც ბავშვებთან თამაშს შეძლებს. თუმცა პროექტი განვითარების ადრეულ ეტაპზეა და რობოტის პოტოტიპო ჯერ არ გასაჯაროვებულა.

ბავშვი რობოტი შეძლებს უპასუხოს კითხვებს, გამოხატოს ემოციები და იცნოს ადამიანები. იგი ბავშვებს ზედამხედველობას გაუწევს და იმ შემთხვევაში თუ პატარა რაიმეს გაფუჭებას დააპირებს, ამის შესახებ მშობელს ან ძიძას ამცნობს.
მეცნიერები გეგმავენ, რომ ბავშვ რობოტს რამდენიმე ენაზე შეეძლოს საუბარი და მას საგანმანათლებლო ფუნქციაც დაეკისროს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0