ლაბორატორიულად წარმოებული ხორცი, რომელიც პირველად 280,000 აშშ დოლარის ღირებულების ჰამბურგერის სახით წარუდგინეს მსოფლიოს, უახლოესი ორი წლის განმავლობაში შესაძლოა სუპერმარკეტების თაროებზე 10 დოლარად გამოჩნდეს.
ამის შესახებ ევროპული სტარტაპები იუწყებიან. აღსანიშნავია, რომ იმ სტარტაპების რიცხვი, რომლებიც აღნიშნულ ბიზნესთან არიან დაკავშირებული 2016 წელს მხოლოდ ოთხი იყო, ახლა კი რამდენიმე ათეულს აღწევს.
ევროპული სტარტაპები აცხადებენ, რომ ლაბორატორიაში ცხოველთა უჯრედებიდან გაზრდილი ხორცი უახლოეს მომავალში მენიუში გამოჩნდება.
ადამიანი, რომელმაც 2013 წელს ლაბორატორიულად წარმოებული ხორცის 280,000 დოლარიანი ჰამბურგერი წარმოადგინა, ჰოლანდიური საწარმო Mosa Meat-ისთანადამფუძნებელი მარკ პოსტია. ძვირადღირებული ჰამბურგერის წარმოება Google-ის თანადამფუძნებელმა სერგეი ბრინიმ დააფინანსა. Mosa Meat-იდა ესპანური კომპანია Biotech Foods-ი აცხადებენ, რომ დღეს უკვე ასეთი ხორცის წარმოება საგრძნობლადაა გაიაფებული.
„ბურგერი 2013 წელს ასეთი ძვირი იმის გამო იყო, რომ ჩვენ მას ძალიან მცირე რაოდენობით ვაწარმოებდით. როგორც კი წარმოების მოცულობა გაიზრდება, ბურგერის წარმოების ხარჯი 9 ევრომდე შემცირდება,“ აცხადებს Mosa Meat-ის პრესსპიკერი Reuters-თან საუბარში.
ლაბორატორიული ხორცის მისაღებად კუნთების მეჭაურე უჯრედს მკვებავ გარემოში (culture medium) ათავსებენ, შემდეგ კი – ბიორეაქტორში, რომელიც მსგავსია იმისა, რასაც ლუდისა და იოგურტის ფერმენტაციისთვის იყენებენ, რათა კუნთის ქსოვილის ახალი ძაფების ზრდას შეუწყონ ხელი.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ მკვებავი გარემო ყველაზე მნიშვნელოვანია ხარჯის შემცირების თვალსაზრისით და ის შესაძლებელს ხდის ხორცი ცხოველური წარმოშობის კომპონენტების გარეშე გაცილებით იაფად აწარმოონ.
ამ ტექნოლოგიის მხარდამჭერების განმარტებით, ეს გახლავთ ერთადერთი, ეკოლოგიურად მდგრადი გზა, რომლის საშუალებითაც მსოფლიოში ხორცზე გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილება გახდება შესაძლებელი.
ახალი ტექნოლოგია 280,000 დოლარიანი ლაბორატორიულად წარმოებული ჰამბურგერის ფასს 10 დოლარამდე ამცირებს
გაზიარება: