close
კომუნიკაციამედიცინატექნოლოგიები

ახალი ტექნოლოგია სრულიად პარალიზებულ ადამიანებს კომუნიკაცის საშუალებას აძლევს

ახალი ტექნოლოგიის საშუალებით სრულიად პარალიზებულ პაციენტებს კომუნიკაცია შეუძლიათ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ტვინის კომპიუტერული ინტერფეისის საშუალებით პაციენტების ფიქრების წაკითხვა გახდა შესაძლებელი.

ცდა შვეიცარიაში ოთხ პაციენტზე ჩაატარეს. ოთხივე მათგანს ამიოტროფული სკლეროზის პროგრესული ფორმა ჰქონდა, რომლის დროსაც ტვინი კუნთების კონტროლის უნარს კარგავს. ამიოტროფული სკლეროზით დაავადებულ ადამიანებს ფიქრი შეუძლიათ, მაგრამ ვერც მოძრაობენ და ვერ დადიან.  კვლევაში ჩართული პაციენტები ისე ჩაკეტეს, რომ თვალების მოძრაობის საშუალებაც არ ჰქონდათ.

ტვინის სიგნალები

ტვინის უჯრედების აქტიურობა სისხლში ჟანგბადის დონეს ცვლის, რაც თავის მხრივ სისხლის ფერის შეცვლას იწვევს.  ახლო ინფრაწითელი სპექტროსკოპიის საშუალებით მეცნიერებმა ტვინში ჩახედვა შეძლეს, რათა მისი ფერი აღმოეჩინათ.

ამის შემდეგ პაციენტებს კითხვები დაუსვევს, რომლებიც „დიახ“ ან „არა“ პასუხს ითხოვდა, მაგალითად: ,,თქვენი მეუღლის სახელი იოაკიმია?”. სისტემის სიზუსტე 75 პროცენტი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე კითხვის დასმა ზოგჯერ რამდენჯერმეა საჭირო.

ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც ქორწინებისთვის პარალიზებული მამის კურთხევის მიღება სურდა, მისგან ქორწინებაზე უარი მიიღო.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი ტექნოლოგია თანდათან უფრო პრაქტიკული გახდება. მაგალითად: მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება იმის გარკვევა, აქვს თუ არა პაციენტს ტკივილები, უნდა თუ არა ოჯახის წევრების ნახვა და ა.შ.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid