close
ეს საინტერესოა

ახალი წელი და უცნაური საახალწლო ტრადიციები

ჩვენამდე მოღწეული ცნობების თანახმად, ახალი წელი პირველად მესოპოტამიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წელს იზეიმეს.

ძველი რომაელები ახალ წელს 1 მარტს აღნიშნავდნენ. სხვა კულტურები კი წლის დასაწყისად შემოდგომის ბუნიობას ან ზამთრის ნაბუნიობას მიიჩნევდნენ. ბუნიობა და ნაბუნიობა არის დედამიწის მდგომარეობა ორბიტაზე. ბუნიობა – ეს არის მოვლენა, რომელსაც ადგილი აქვს წელიწადში ორჯერ. 21 მარტი და 23 სექტემბერი გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობის, ანუ დღე-ღამური ტოლობის დღეებია. წელიწადის დროს, როდესაც ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე არის და პირიქით, როდესაც ყველაზე გრძელი ღამე და მოკლე დღე არის, ნაბუნიობა ეწოდება. ზამთრის ნაბუნიობა 22 დეკემბერს ხდება.

რომაულმა კათოლიკურმა ეკლესიამ 1582 წელს გრეგორიანული კალენდარი მიიღო, რომლის მიხედვითაც ახალი წელი 1 იანვარს აღინიშნება. იანვრის თვეს ორსახიანი ღვთაების „იანუსის“ სახელი უწოდეს, რომლის ერთი სახე წინ იყურება, მეორე კი – უკან.

ახალ წელს ადამიანები ცდილობენ მავნე ჩვევებს უარი უთხრან და ახალ წელს სიახლით და სიკეთით შეხვდნენ. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა საახალწლო ტრადიცია არსებობს.

ძველი სპარსელები ახალ წელს ერთმანეთს კვერცხებს ჩუქნიდნენ, რაც ნაყოფიერების სიმბოლო იყო.

დანიაში 31 დეკემბერს უსარგებლო ჭურჭელს მეგობრებისა და ახლობლებისსახლების კარებებს ესვრიან და ამსხვრევენ.

ეკვადორში 31 დეკემბრის ღამეს ქაღალდისგან დამზადებულ საფრთხობელას წვავენ, მასთან ერთად წვავენ გასული წლის ფოტოებსაც, რადგან სწამთ, რომ ამას ბედნიერება მოაქვს.

ესპანეთში კი სჯერათ, რომ ახალი წელი წარმატებული იქნება მისთვის, ვინც 31 დეკემბრის ღამეს პირში ერთდროულად ყურძნის 12 მარცვალს ჩაიდებს.

ზოგიერთ ლათინო ამერიკულ ქვეყანაში სჯერათ, რომ თუკი ახალ წელს ფერადი საცვლებით შეხვდებიან, წარმატებული წელი ექნებათ.

იაპონიაში ყველა ზარს 108-ჯერ რეკავენ, რასაც ბუდისტური რწმენა-წარმოდგენის თანახმად, სიწმინდე მოაქვს. იაპონელები ახალ წელს გაღიმებული ხვდებიან და სჯერათ, რომ ღიმილი იღბლიანი წლის საწინდარია.

შვეიცარიაში ახალ წელს ნაყინის იატაკზე დაგდებით ხვდებიან.

რუმინელები ხურდას მდინარეში ყრიან, რადგან სჯერათ, რომ ეს წარმატებას და იღბალს მოუტანს მათ.

პუერტო რიკოში წყლით სავსე ვედროებს ფანჯრებიდან ყრიან და ბოროტ სულებს განდევნიან სახლებიდან.

ბოლივიაში ნამცხვარში გამოცხობისას  მონეტას დებენ და მიიჩნევენ, რომ მას, ვინც მონეტას იპოვნის, წარმატებული წელი ექნება.

კოლუმბიაში მთელი დღის განმავლობაში ჩემოდნით დადიან, რადგან სჯერათ, რომ მოგზაურობა დაებედებათ.

დანიაში სკამებზე დგებიან და რაც შეიძლება მაღლა ხტებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს წარმატებას მოუტანთ.

ჩილეში ოჯახები ღამეს გარდაცვლილი საყვარელი ადამიანების სასაფლაოზე ათენებენ.

ესტონეთში ახალი წლის დღეს დღეში შვიდჯერ ჭამენ და ამ გზით სიუხვის დაბედებას ცდილობენ.

ირლანდიაში სახლის კედლებს პურს ურტყამენ და ამ გზით ბოროტი სულების განდევნას ცდილობენ.

 

წყარო : edition.cnn.com , list25.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0