ის, რომ კარგი ძილი აუცილებელია – არახალი ძველია. როგორც მეცნიერების ახალი ექსპერიმენტი იუწყება, ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უნარი კარგ ძილთანაა დაკავშირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეხსიერების გაუმჯობესებაც საკმაოდ მარტივად იქნება შესაძლებელი – მათ ვისაც კარგად და მშვიდად სძინავთ, უკეთესი მეხსიერება აქვთ.
დიდი ბრიტანეთში, იორკის უნივერსიტეტში, სამეცნიერო ექსპერიმენტის დროს, ადამიანები ზედსართავებსა და მასთან დაკავშირებულ ასოციაციებს წარმოთქვამდნენ. ამის შემდეგ – ექსპერიმენტის მონაწილეებს იგივე ზედსართავები ძილის დროს გაუმეორეს. ელექტროენცეფალოგრამის მონაცემებით კი, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უნარი ძილთანაა დაკავშირებული.
წყარო: Current Biology
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
გაზიარება: