ვენაში, ალბერტინას მუზეუმმა ნიკო ფიროსმანის გამოფენას ვიდეო მიუძღვნა და ფიროსმანის ნამუშევრებზე ვიდეოკოლაჟიც შექმნა. მასალა “იმედი LIVE”-ს ექსკლუზიურად მიაწოდეს.
როგორც მუზეუმის დირექტორმა კლაუს ალბრეხტ შრიოდერმა განაცხადა, ნიკო ფიროსმანის გამოფენა მუზეუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა, რაც კი მოუწყვია.
მისი თქმით, ფიროსმანის ნამუშევრები უკვე 200 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა და გამოფენის დასრულებამდე კიდევ 400 000-მდე ადამიანი იხილავს.
გაზიარება: