ამადეო მოდილიანის შემოქმედებაში ქართველი ქალიც არსებობდა, სწორედ ამ ქალბატონის ნიუ გაიყიდა ,,სოთბის” აუქციონზე 26 მილიონ ფუნტ სტერლინგად.
ამადეო იმდენად მოიხიბლა ქართველი თავადის ქალის – ალექსანდრა დადიანის არისტოკრატიული შარმითა და გარეგნობით, რომ ეჭვიანობით ცნობილი ახმატოვაც არაფრად ჩააგდო და განაცხადა, ალექსანდრა უნდა დავხატოო.
თუმცა, როგორ დაითანხმა გათხოვილი, თანაც თავისი სიამაყით ცნობილი თავადის ქალი შიშველ ნატურად დადგომოდა, ამაზე არაფერია ცნობილი…
ალექსანდრა დადიანი მოდილიანმა 1911 წელს დახატა. ალექსანდრა გერმანელ ბოტანიკოსზე, კონრად როსტზე იყო დაქორწინებული, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მათ სიყვარულზე წიგნიც არის დაწერილი. ალექსანდრა დადიანი ცნობილმა რუსმა პოეტმა ქალმა – ანა ახმატოვამ პეტერბურგში გაიცნო. ახმატოვას უკვე ჰქონდა რომანი გაბმული მოდილიანისთან, რომელიც დიდ ხანს არ გაგრძელებულა.
მოდილიანიმ ალექსანდრა პარიზში ნახა. ღარიბმა მაესტრომ ანა ახმატოვა და ალექსანდრა დადიანი თავის სახელოსნოში დაპატიჟა. სწორედ იქ დახატა მოდილიანმა ალექსანდრა დადიანი. მოგვიანებით, თავადის ქალი ალექსანდრა, რევოლუციის შემდეგ, გადაასახლეს… უკვე მოხუცებული დაბრუნდა საქართველოში. ალექსანდრა საქართველოში გარდაიცვალა და საგურამოში, ჭავჭავაძეების მამულშია დასაფლავებული.
ეტყობა, ქართველ ქალს არ სიამოვნებდა იმის აღიარება, რომ მხატვარს, თუნდაც დიდ შემოქმედად აღიარებულს, გაუშიშვლდა.
როგორც ცნობილია, ლადო გუდიაშვილი მოდიალიანის იცნობდა, სწორედ მის მოგონებებში ვკითხულობთ: ,,მივუჯექი თავისუფალ მაგიდას… მოვიპატიჟე ამედეო მოდილიანი, მინდოდა მისი გამასპინძლება, მაგრამ გვერდით მანდილოსანი ეჯდა, რომელსაც ხატავდა. მოათავა თუ – არა, პოლონელ ქალბატონს ორი ნახატი შესთავაზა. რაოდენ დიდი იყო მოდილიანის გაკვირვება, როცა მანდილოსანმა არ ისურვა ეს ნახატები არც საჩუქრად, არც სასყიდლად… ქალბატონი გაჯავრებით ამბობდა: – თქვენი ნახატები არაფრით მგვანანო!… აღელვებულმა, შეურაცხყოფილმა ამედეომ მომაშურა, გამომიწოდა ეს ორი შედევრი და ცრემლმორეულმა აკანკალებული ხმით მითხრა: – ,,ჩემო მეგობარო ლადო, შენ გქონდეს ჩემგან ეს პატარა სახსოვარი…”
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”