close
ასტრონომია - კოსმოსი

ამაღამ პლანეტის ცას მეტეორის წვიმა გაანათებს

პარასკევს შუაღამიდან შაბათ გამთენიამდე პლანეტის ცაზე მეტეორის წვიმის, Eta Aquarid-ის, ნახვა იქნება შესაძლებელი.
Eta Aquarid ყოველწლიურად დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე ხდება და პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ადამიანებს საშუალება ეძლევათ უნიკალურ მეტეორების წვიმა:ათასობით ,,ვარსკვლავის” დედამიწაზე ჩამოცვენა იხილონ.
ჩრდილოეთ განედის შუა ნაწილში მცხოვრები ხალხისთვის რადიანტი არცთუ ისე მკვეთრი იქნება, თუმცა სამხრეთ ჰორიზონტზე მეტეორებს შენიშნავენ.
იმ დამკვირვებლებს, რომლებიც სამხრეთ ნახევარსფეროში იმყოფებიან, საუკეთესო ხედი ექნებათ და ჩრდილოეთით მეტეორის წვიმისგან გამოწვეულ რადიანტს იხილავენ.
მეტეორის წვიმა მთვარის სინათლის გარეშე უფრო სანახაობითი იქნება.
მეტეორის წვიმა ხდება, როცა კომეტა მზესთან ძალიან ახლოს მიდის და ნამსხვრევები – მეტეორიდები წარმოიქმნება, რომელიც კომეტის ორბიტის ირგვლივ ვრცელდება.
დედამიწა მეტეორის წვიმას მაშინ განიცდის, როცა დედამიწის ორბიტა კომეტას უერთდება.
რადიანტი კი გახლავთ წერტილი ცაზე, რომელიც გვგონია მეტეორთა ნაკადის ცენტრი, როდესაც დედამიწა კვეთს მეტეორთა სხეულების მოძრაობის ორბიტას მზის გარშემო.
რადგან მეტეორთა სხეულების ტრაექტორიები, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთ ნაკადს, სივრცეში თითქმის პარალელურია, და პერსპექტივის გამო ამ მეტეორთა კვეთა ხდება ცის პატარა მონაკვეთზე, რომლის ცენტრს ეწოდება რადიანტი.
მიუხედავად იმისა, რომ Eta Aquarid-ის მეტეორის წვიმის დროს საათში იმაზე შედარებით ნაკლები მეტეორი წარმოიქმნება, ვიდრე ცნობილი Perseid-ის მეტეორის წვიმის დროს, რომელიც აგვისტოში მოხდება, ჩამოცვენილი ვარსკვლავები უფრო კაშკაშები არიან. ასე რომ, მოემზადეთ სანახაობისთვის !

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld