,,შავი პარასკევის” შემდეგ, ,,Amazon-ის” აქციების ფასი 2,5%-ით (2.4$ მილიარდით) გაიზარდა, რაც პირდაპირ აისახა მის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონებაზე და 100.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საინტერესოა, რომ 2016 წელთან შედარებით, ,,Amazon-ის” აქციების ფასი 18.4 პროცენტითაა გაზრდილი. 100-მილიარდიანი ნიშნული ბოლოს 1999 წელს ჰქონდა ,,Microsoft-ის” დამფუძნებელს – ბილ გეიტსს.
ჯეფ ბეზოსის ქონება წელს 32.6$ მილიარდითაა გაზრდილი და ის ყველაზე მდიდარ ადამიანად მიიჩნევა მსოფლიოში.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: