close
კულტურასაქართველო

ანიტა რაჭველიშვილი The New York Times-მა წლის საუკეთესო შემსრულებელთა შორის დაასახელა

ცნობილი  ქართველი საოპერო მომღერალი – ანიტა რაჭველიშვილი, რომელსაც უვე მთელი მსოფლიო კარგად იცნობს,  კიდევ ერთხელ მოხვდა უცხოენოვანი გამოცემების ყურადღების ცენტრში. საქმე The New York Times-ის პრესტიჟულ გამოცემას ეხება, რომელმაც ანიტა წლის საუკეთესო შემსრულებელთა შორის დაასახელა.

„ახალგაზრდა ქართველი მეცოსოპრანო სამაოდგაბედული იყო „კარმენში“ და საოცრად შთამბეჭდავი – „თავად იგორში“, რომელიც “მეტროპოლიტენ ოპერის“ ბოლოს სეზონზე დაიდგა. თუმცა სრულიად მოულოდნელი იყო მისი გამოსვლა იანვარში, როცა ის  ვერდის „ტრუბადურში“, აზუჩენას როლში ვიხილე და საკუთარი არია საოცრად დახვეწილი ბელკანტოთი დაგვამახსოვრა. ანიტამ პერსონაჟს დაუბრუნა სითბო, შიში და ექსპრესიულობა. სექტემბერში კი, ისშეუდარებელი იყო ვერდის „აიდაში,” – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა New York Times-ი ქართველი შემსრულებლით დაინტერესდა, 2018 წლის დასაწყისში გამოცემამ მას საკმაოდ ვრცელი სტატიაც მიუძღვნა, რომელიც  მეტროპოლიტენის საოპერო სცენაზე გამოსვლას ეხებოდა, მაშინ ჟურნალისტებმა ანიტას არაამქვეყნიურად ძლიერი საოპერო მომღერალიც დამსახურებულად უწოდეს.

მასალა მოამზადა : თამარ დევდარიანმა

გაზიარება:
fb-share-icon0