close

ამერიკულმა კორპორაცია ,,Apple-მა” დაადასტურა, რომ პლატფორმა Shazam-ი შეიძეინა.

სააგენტო ,,როიტერსის” ინფორმაციით, გარიგების ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარია.

Shazam-ი მუსიკის ამომცნობი აპლიკაციაა. თავდაპირველად ის იყო სერვისი, რომელიც სიმღერებს ბგერების მიხედვით ასახელებდა. ახლა ეს აპლიკაცია ხელმისაწვდომია PC-ს, Mac-ის, iOS-ის, Android-ის და Windows Phone-ისთვის.

Shazam-ს მომხარებლის სერიოზული ბაზა აქვს. აპლიკაცია 1 მილიარდზე მეტჯერ არის ჩამოტვირთული. Shazam-ს 120 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც აპლიკაციას დღეში დაახლოებით 20 მილიონჯერ იყენებენ.

,,Apple Store-ის შექმნის დღიდან Shazam-ი iOS-ის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. მას მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი მოიხმარს. Apple Music-ი და Shazam-ი მომხმარებელს დიდ მუსიკალურ გამოცდილებას აძლევს. ჩვენ საინტერესო გეგმები გვაქვს სთორში,” – განუცხადა Apple-ის პრესსპიკერმა გამოცემა ,,The Independent”-ს.

ეს ,,Apple-ის” მიერ წელს განხორციელებული მეხუთე შენაძენია, არსებობის მანძილზე კი – კომპანიას სულ 68 შესყიდვა აქვს გაკეთებული.

წყარო: www.reuters.com ;  www.independent.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგარზდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid