პომპეის უძველეს კედელთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში ცხენის ნაშთები და მისი აღკაზმულობა იპოვეს. არქეოლოგები აღმოჩენას “ისტორიულად მნიშვნელოვანს” უწოდებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც არქეოლოგები ამბობენ, ცხენი ეტლშია შებმული და როგორც ჩანს მზად იყო ვულკანის ამოფრქვევის დროს ადგილის დასატოვებლად.
მასთან ერთად სხვა ცხენის ჩონჩხსაც მიაგნეს.
მაშინ ეს სოფელი, სავარაუდოდ, რომაელ გენერალს ან უმაღლესი სამხედრო წოდების მქონე ჩინოსანს ეკუთვნოდა.
ქალაქი პომპეი 79 წლის 24 აგვისტოს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ განადგურდა. ქალაქი 1748 წელს აღმოაჩინეს. ძველი ქალაქის აღმოჩენილი ნაწილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი.
გაზიარება: