არქეოლოგებმა იპოვეს ის რასაც, რამდენიმე წელია, შავი ზღვის ფსკერზე ეძებდნენ. მათ, შავ ზღვაში დაახლოებით 2 400 წლის წინ ჩაძირული 23-მეტრიანი ხომალდი აღმოაჩინეს, რომელიც არქეოლოგების ვარაუდით ძველ ბერძნულია. სტატიის თანახმად, ზღვის ფსკერზე ნაპოვნი გემი თითქმის დაუზიანებელია, ის უვნებლად ჟანგბადის ნაკლებობამ შემოინახა. უძველესი გემის შესახებ The Guardian წერს.
როგორც არქეოლოგები განმარტავენ, გემი, სავარაუდოდ, სავაჭრო იყო და მას ისეთივე ფორმა აქვს, როგორიც ე.წ. “სირენების ლარნაკზე” გამოსახულ ხომალდს. ეს არის მოხატული ჭურჭელი, რომელიც,დაახლოებით შავ ზღვაში ნაპოვნი გემის პერიოდისაა. ჭურჭელზე გამოსახულია ოდისევსის ხომალდი, რომელსაც თავს ესხმიან მითიური სირენები.
მკვლევართა თქმით, ეს აღმოჩენა მეტ ცოდნას მოგვცევს იმ დროინდელ გემთმშენებლობასა და საზღვაო სამყაროში არსებულ მდგომარეობაზე.
რაც შეეხება ადგილმდებარეობას, როგორც გამოცემა წერს, ხომალდი ბულგარეთთან ახლოს აღმოაჩინეს. ის ერთ-ერთია იმ 60-ზე მეტი გემიდან, რომლებიც მეცნიერებმა 3-წლიანი ექსპედიციის დროს შავ ზღვაში იპოვეს.
წყარო : theguardian.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”